GOGA.TV
  • "ქართული ოცნება" რეგიონებში შეხვედრებს მართავს

    "ქართული ოცნება" რეგიონებში შეხვედრებს მართავს. პოლიტსაბჭო დღეს აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდა და გეგმები გააცნო.

    პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

    პრემიერის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

    "ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად.

    მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს, ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებში და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    168 ნახვა
    22-05-2021, 09:55