GOGA.TV
მიტოვებული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • მიტოვებული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სა­თა­ვეს ქა­ლუ­რი ის­ტე­რი­კა, ან რა არის ყვე­ლა­ზე ხში­რად მისი მი­ზე­ზი? მოდი, ზო­დი­ა­ქოს კონ­კრე­ტუ­ლი ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით, ნა­ხევ­რად სე­რი­ო­ზუ­ლად გან­ვი­ხი­ლოთ ე.წ. "ქა­ლუ­რი ჭირ­ვე­უ­ლო­ბის" უმ­თავ­რე­სი ფაქ­ტო­რე­ბი.

    ვერ­ძი
    ვერ­ძის­გან მა­მა­კა­ცე­ბი მისი სი­ფი­ცხის, უკომ­პრო­მი­სო ხა­სი­ა­თის და ზღვარსგა­და­სუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის გამო გარ­ბი­ან. ძალ­ზე ცო­ტას თუ შე­უძ­ლია აი­ტა­ნოს ქალი, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეა მი­მარ­თუ­ლი და საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს, რო­გორც წესი, თა­ვი­სე­ბურ "და­ნა­მა­ტად" აღიქ­ვამს, რო­მელ­თა­ნაც თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო­ის მხი­ა­რუ­ლად გა­ტა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

    კურო
    კუ­როს­გან გაქ­ცე­ვა, ტი­პი­უ­რი მამ­რის­თვის, რომ­ლის გუ­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი გზაც კუ­ჭზე გა­დის, საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ერ­თობ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხია, თუმ­ცა თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ კურო ქალს თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი სად­მე გა­ე­პა­რა, ეს მისი მო­სა­წყე­ნი ხა­სი­ა­თის, სწორ­ხა­ზოვ­ნე­ბი­სა და პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოვ­ლე­ნი­ლი უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტის მი­ზე­ზი იქ­ნე­ბა.

    ტყუ­პი
    ტყუპს თუ ვინ­მე გა­ექ­ცა კი­დეც, თა­ვად ტყუ­პი ალ­ბათ შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქებს (მას ხომ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად ბეზ­რდე­ბა) და მა­ლე­ვე იპო­ვის შემ­ცვლელს. გაქ­ცე­ვის მი­ზე­ზი კი, მა­მა­კა­ცის­თვის ძი­რი­თა­დად ტყუ­პი ქა­ლის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ქრო­ნი­კულ სტა­დი­ა­ში გა­და­სუ­ლი ლაქ­ლა­ქის ნიჭი და ხა­სი­ა­თის ქა­რის სიხ­ში­რე­ზე უფრო სწრა­ფი ცვა­ლე­ბა­დო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს.

    კირჩხი­ბი
    აი, კირჩხი­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა კი ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე უფრო ძნე­ლი იყოს, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე პა­ტიმ­რის­თვის ლე­გენ­და­რუ­ლი შო­უ­შენ­კის ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა. საქ­მე იმა­შია, რომ ქალი კირჩხი­ბი, სა­დაც ფეს­ვებს გა­იდ­გამს, იქი­დან მისი ამო­ძირ­კვა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი და ხში­რად მწვა­ვე გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი პრო­ცე­სია. თუმ­ცა, ზუს­ტად ამ თვი­სე­ბე­ბის გამო ცდი­ლო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი მისი სუ­ლის­შემ­ხუთ­ვე­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბი­სა და სიყ­ვა­რუ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ამა­ოდ.

    ლომი
    ლომს და ვინ­მე გა­ექ­ცა? ასე­თი რამ გა­მო­რი­ცხუ­ლია! განა შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­ფეს ოდეს­მე მონა აუ­ჯანყდეს? ლომი ყო­ველ­თვის თა­ვად ირ­ჩევს, იმას, თუ ვის მის­ცეს გაქ­ცე­ვის უფ­ლე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­კაცს რო­მე­ლიც მისი მხრი­დან ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის სიმ­ძი­მეს ვერ გა­უძ­ლებს, ისღა დარ­ჩე­ნია სა­კუ­თა­რი უსუ­სუ­რო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აღი­ა­როს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ მის­ცემს ძუ ლომი მას წას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბას. გარ­შე­მო მყო­ფებ­თან კი ამა­ყად ისა­უბ­რებს იმა­ზე, რო­გორ მო­ა­ბეზ­რა თავი ყო­ფილ­მა და ყვე­ლა­ფე­რი ამით დაღ­ლილ­მა თა­ვად ჩა­უ­ლა­გა ჩე­მო­და­ნი, ხან­გრძლივ მივ­ლი­ნე­ბა­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად.

    ქალ­წუ­ლი
    ქალ­წულს რომ ვინ­მე გა­ექ­ცეს სა­ცო­და­ო­ბაც კი იქ­ნე­ბა, ეს იმი­ტომ რომ, რო­გორც წესი, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, ისე­დაც უზო­მო პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბით ეკი­დე­ბი­ან ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რის არ­ჩე­ვას. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მან ვინ­მე­ზე სა­ბო­ლოო არ­ჩე­ვა­ნი შე­ა­ჩე­რა, ამ უკა­ნას­კნელს მთე­ლი თა­ვი­სი ნაკ­ლი­თა და ღირ­სე­ბით მი­ი­ღებს, თა­ნაც ისე, რომ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ არ­სად გა­უშ­ვას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი მა­მა­კაცს ქალ­წუ­ლის მა­ნი­ა­კა­ლურ­მა წეს­რი­გის სიყ­ვა­რულ­მა და ემო­ცი­ურ­მა სი­ცი­ვემ თავი ძა­ლი­ან მო­ა­ბეზ­რა, მო­უ­წევს მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის სა­კი­თხზე სე­რი­ო­ზუ­ლი ჯაფა გას­წი­ოს, რად­გან ეს საქ­მე მარ­ტი­ვად ნამ­დვი­ლად არ გა­მო­ვა!

    სას­წო­რი
    კაც­მა რომ თქვას, რა­ტომ უნდა გა­ექ­ცეს ვინ­მე სას­წორს? ამ ჰა­ე­რო­ვან, ნაზ, მომ­ხიბ­ვლელ და კომ­ფორ­ტულ არ­სე­ბას ხომ ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი პარტნი­ო­რო­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია. ჩემი აზ­რით, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, იმი­სა, რომ მა­მა­კაცს სას­წო­რის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა მო­უნ­დეს, მისი ხა­სი­ა­თის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­სა­თუ­თე და სირ­ბი­ლე იქ­ნე­ბა. ხომ არ­სე­ბო­ბენ მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც გა­რეგ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­თან ერ­თად, დი­ნა­მი­კუ­რო­ბა და ექ­სტრი­მიც ესა­ჭი­რო­ე­ბათ პარტნი­ო­რი ქა­ლის მხრი­დან, ჰოდა, თუკი სას­წო­რი ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით ზუს­ტად ასეთ მა­ზო­ხისტს გა­და­ე­ყა­რა, მო­უ­წევს კი­დეც მოკ­ლე ხან­ში მას­თან სა­მუ­და­მო და­შო­რე­ბა. თუ არა­და, მო­რი­ელს უნდა მი­ე­ბა­როს სი­სას­ტი­კის გაკ­ვე­თი­ლე­ბის გა­სავ­ლე­ლად.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ელ­თან და­შო­რე­ბა თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ერ­თობ საგ­მი­რო საქ­მეა. თუმ­ცა მი­ზე­ზი რა­ტო­მაც შე­იძ­ლე­ბა მა­მა­კაცს ამ ქა­ლის­გან გაქ­ცე­ვა მო­უნ­დეს ხში­რად არა­თუ საკ­მა­რი­სი, საკ­მა­რის­ზე ბევ­რად მე­ტია. და­წყე­ბუ­ლი მისი ეჭ­ვი­ა­ნო­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი მწა­რე ენით და აშ­კა­რა სურ­ვი­ლით იბა­ტო­ნოს მა­მა­კაც­ზე. თუმ­ცა სა­ი­მი­სოდ, რომ მო­რი­ე­ლის კლან­ჭე­ბი­დან საბ­რა­ლო მამრმა თავი უსაფრ­თხოდ და­იძ­ვრი­ნოს, ამ უკა­ნას­კნელს კა­ტის მოქ­ნი­ლო­ბა და და­ლაი ლა­მას სიბ­რძნე დას­ჭირ­დე­ბა. რად­გა­ნაც მო­რი­ე­ლი ქა­ლის პრი­მი­ტი­უ­ლი მი­ზე­ზე­ბით (მაგ. ხა­სი­ა­თე­ბით ვერ შე­ვე­წყვეთ, მე შენი ღირ­სი არა ვარ, შენ უკე­თესს იმ­სა­ხუ­რებ და ა.შ.) და­ბო­ლე­ბის მცდე­ლო­ბას, ერ­თობ ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ნე­ბის­მი­ე­რი ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლის­თვის.

    მშვილ­დო­სა­ნი
    ისე­ვე რო­გორც ქალი ტყუ­პი, მშვილ­დო­სა­ნიც არ მო­იკ­ლავს თავს დარ­დით იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა მის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნა მო­ინ­დო­მა. უფრო მე­ტიც, შე­საძ­ლოა მშვილ­დო­სა­ნი ამ უკა­ნას­კნე­ლის მხრი­დან "სას­წრა­ფო ევა­კუ­ა­ცი­ის" მცდე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზეც კი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ფიქ­რდეს. მა­ნამ­დე კი სა­ნამ ყო­ფი­ლი შორს ეგუ­ლე­ბა, იგი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა დრო მე­გობ­რე­ბის მხი­ა­რულ გა­რე­მოც­ვა­ში გა­ა­ტა­როს და ერთი-ორი ახა­ლი კან­დი­და­ტუ­რაც შე­ათ­ვა­ლი­ე­როს სა­მო­მავ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

    თხის რქა
    თუკი სი­მარ­თლეს თვალს თა­მა­მად გა­ვუს­წო­რებთ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ დიახ, თხის რქა ქა­ლე­ბის­გან მა­მა­კა­ცე­ბი ხში­რად გარ­ბი­ან. მაგ­რამ მათი ეს ეს­ტა­ფე­ტა არა­ფე­რია, სხვა თუ არა, სირ­ბი­ლი მოკ­ლე დის­ტან­ცი­ა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თხის რქის სიმ­კაც­რის, მე­თო­დუ­რო­ბი­სა და ე.წ. "რკი­ნის ლე­დის" იმი­ჯით დაღ­ლი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ჩე­მოდ­ნებს მთე­ლი შე­მარ­თე­ბით ჩა­ა­ლა­გებს მის­გან სა­მუ­და­მოდ თა­ვის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად, მოკ­ლე ხან­ში იგი­ვე ჩე­მოდ­ნე­ბის თან­ხლე­ბით (ან მათ გა­რე­შეც, თხის რქის მიერ მოვ­ლილ-გაწკრი­ა­ლე­ბულ ქმრებ­ზე ხომ ნა­დი­რო­ბაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი) უკან­ვე მობ­რუნ­დე­ბა, რად­გან უკე­თეს ვა­რი­ანტს ვერ­სად გა­და­ეყ­რე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მივა იმ დას­კვნამ­დე, რომ "შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია, შე­უჩ­ვე­ველ ლხინს".

    მერ­წყუ­ლი
    აი, რაც შე­ე­ხე­ბა მერ­წყუ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მცდე­ლო­ბას, კაც­მა რომ თქვას, სა­ერ­თოდ რა სა­ჭი­როა იგი? მარ­თა­ლია, თა­ვი­სი უთავ­ბო­ლო, არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი და ცვა­ლე­ბა­დი საქ­ცი­ე­ლით ეს ქალი არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად აგ­დებს მამ­რებს "ემო­ცი­ურ-შო­კურ" მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, მაგ­რამ თა­ვად მერ­წყუ­ლი, რო­გორც წესი, არა­სო­დეს იტან­ჯე­ბა გა­და­მე­ტე­ბუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბით ან მე­სა­კუთ­რუ­ლი გრძნო­ბე­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მა­მა­კაცს მის­გან წას­ვლა უნდა, კი ბა­ტო­ნო გზა ხსნი­ლია!

    თევ­ზე­ბი
    თევ­ზე­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა­ზე ფიქ­რი კი ნე­ბის­მი­ე­რი მა­მა­კა­ცის­თვის უტო­პი­ურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იდე­ის ექ­ვი­ვა­ლენ­ტუ­რია. არა იმი­ტომ რომ ქალ­თევ­ზა გან­შო­რე­ბის მცდე­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, საქ­მე­ში მსხვილ­მან-წვრილ­მან არ­ტი­ლე­რი­ას ჩარ­თავს და და­უნ­დო­ბელ ცე­ცხლს გა­უხ­სნის ყო­ფილს, არა­მედ იმი­ტომ, რომ ნე­ბის­მი­ერ მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც თევ­ზი ქა­ლის ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფან­ტი­ლუ­რო­ბით და­იღ­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის შვე­ლას მის­გან გაქ­ცე­ვით შე­ეც­დე­ბა, ლა­მის შვი­დი თა­ო­ბის მან­ძილ­ზე და­ტან­ჯავს სინ­დი­სის ქენ­ჯნა და და­ნა­შა­უ­ლის შეგ­რძნე­ბა იმის გამო, რომ მან ეს უმ­წეო არ­სე­ბა ბე­დის ანა­ბა­რა მი­ა­ტო­ვა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    250 ნახვა
    23-05-2021, 01:17