GOGA.TV
24-30 მაისის სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი
  • 24-30 მაისის სილამაზის ასტროლოგიური კალენდარი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი

    მოვლენებით დატვირთული კვირა გველის. 26 საინტერესო დღე გვაქვს, სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება, გირჩევთ, მაქსიმალურად შეინარჩუნოთ სიმშვიდე. არ დაიწყოთ ახალი საქმეები, მოერიდეთ ხალხის მასებს. აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანტება სატურნი უკვე რეტროგრადულია, უკანმავალი. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარემო ან ადამიანები გზღუდავენ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. კვირას მერკური გახდება რეტროგრადული და შეიძლება გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან. შეიძლება არასწორად გაიგონ თქვენი ნათქვამი. არ დაუშვათ შეცდომა დოკუმენტების შედგენისას. გაფრთხილდით მგზავრობისას. კარგი ამბავი ისაა, რომ 26 მაისის შემდეგ მთვარე კლებადი ხდება
    და კარგი იქნება წონის კორექცია.

    24 მაისი, 7 საათიდან მთვარე მორიელშია. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.
    26 მაისი, 6:40-ზე მთვარე გადავა მშვილდოსანში. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ზურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.
    28 მაისი, 6:23-დან მთვარე იქნება თხის რქაში. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.
    კარგია - პედიკიური, პილინგი
    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.
    30 მაისი, 6:04-დან მთვარე ესტუმრება მერწყულს. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.
    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    წყარო: marao.ge
    170 ნახვა
    24-05-2021, 00:19