GOGA.TV
რომელი ცხოველი მოგიტანთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რომელი ცხოველი მოგიტანთ ბედნიერებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ოც­ნე­ბობ­და ბავ­შვო­ბის ასაკ­ში ჰყო­ლო­და პა­ტა­რა ძაღ­ლი ან კატა. წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, უმე­ტე­სო­ბას ამ­გვა­რი სურ­ვი­ლე­ბი უფერ­მკრთალ­დე­ბა და მათ ად­გილს ბევ­რი გა­ცი­ლე­ბით უფრო დიდი "მინ­და" იკა­ვებს. თუმ­ცა­ღა, უკვე მშობ­ლის ამ­პლუ­ა­ში, შე­საძ­ლოა ისევ დად­გეს ბევ­რი ჩვენ­გა­ნი დი­ლე­მის წი­ნა­შე - მო­უყ­ვა­ნოს თუ არა პა­ტა­რა ოთხფე­ხა მე­გო­ბა­რი შვილს, მით უმე­ტეს, როცა ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ­გვა­რი სა­ჩუქ­რის ჩუ­ქე­ბას და­ჟი­ნე­ბით ითხოვს. ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა­ში ას­ტრო­ლო­გია და­გეხ­მა­რე­ბათ.

    ას­ტრო­ლო­გი­უ­რად კატა სიმ­ბო­ლუ­რად მთვა­რის ენერ­გე­ტი­კას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი თქვე­ნი შვი­ლის რუ­კა­ში მთვა­რე ძლი­ე­რია (კირჩხიბ­ში, თევ­ზებ­ში, სას­წორ­ში, კუ­რო­ში) თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ აჩუ­ქოთ მას ეს ცხო­ვე­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყა­ვით იმა­ში, რომ იგი პა­ტა­რა მე­გო­ბარს დიდი რუ­დუ­ნე­ბით მო­უვ­ლის და გა­უფრ­თხილ­დე­ბა. თუმ­ცა­ღა, კა­ტის ყო­ლის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ხში­რად მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ ბავ­შვს ოჯა­ხის წევ­რე­ბის მხრი­დან სით­ბო და გა­გე­ბა აკ­ლია. ან თა­ვად ოჯა­ხუ­რი ატ­მოს­ფე­როა სტრე­სუ­ლი, ხმა­უ­რი­ა­ნი და ქა­ო­სუ­რი. ამი­ტომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ბავ­შვს ძლი­ე­რი მთვა­რე არ უფიქ­სირ­დე­ბა, შე­საძ­ლოა კა­ტის ყო­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა, პა­ტა­რას მი­მართ გაზ­რდი­ლი ზრუნ­ვი­თა და ყუ­რა­დღე­ბით გა­დავ­ფა­როთ.

    ძაღ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი პი­რი­ქით - მზის ენერ­გე­ტი­კას უკავ­შირ­დე­ბა. მზე ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის, დო­მი­ნან­ტო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბის სიგ­ნი­ფი­კა­ტო­რია რუ­კა­ში. შე­სა­ბა­მი­სად, რა­კი­ღა მთვა­რე მზის სხი­ვე­ბის არეკვლის ფუნ­ქცი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა - კა­ტას არ აქვს პატ­რონ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის თვი­სე­ბა, იგი მარ­ტო­ო­დენ სი­ლუ­ეტს - ოჯახს ეჯაჭ­ვე­ბა და მისი ერ­თგუ­ლე­ბა ზო­გა­დად ალ­ბა­თო­ბი­თი ხა­სი­ა­თი­საა. მა­შინ როცა ძაღ­ლი უპი­რო­ბოდ ერ­თგუ­ლებს კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნე­ბას - პატ­რონს. ამი­ტომ თუკი თქვე­ნი ბავ­შვი მზის დო­მი­ნან­ტუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბით და­ი­ბა­და (მზე ლომ­ში, ვერ­ძში, მე­ხუ­თე სახ­ლში და ა.შ.) მის­თვის ლეკ­ვის ჩუ­ქე­ბა ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა სა­რის­კო ქმე­დე­ბა. ოთხფე­ხა მე­გობ­რის ყოლა მის შე­მოქ­მე­დე­ბით პო­ტენ­ცი­ალს და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლიზმს კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რებს. ბავ­შვი, რო­მე­ლიც ძაღლზე ოც­ნე­ბობს, ყო­ველ­თვის გა­მო­ირ­ჩე­ვა ეპა­ტა­ჟუ­რო­ბით, უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა და თა­ვის გა­მო­ჩე­ნა საგ­მი­რო საქ­მე­ე­ბით. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენს პა­ტა­რას არ გა­აჩ­ნია მზე დო­მი­ნან­ტურ მდე­ბა­რე­ო­ბა­ში და ლეკვს მა­ინც და­ჟი­ნე­ბით ითხოვს, ეს იმის ნი­შა­ნია, რომ მშობ­ლებს მას­თან სა­თა­მა­შოდ და სა­კონ­ტაქ­ტოდ დრო იშ­ვი­ა­თად რჩე­ბათ. ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მოვ­ლე­ნა­ში დე­დის ან მა­მის კრი­ტი­კუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უშ­ლის ხელს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    195 ნახვა
    25-05-2021, 01:20