GOGA.TV
3 კაცი, რომლის ცოლსაც ძეგლი უნდა დაუდგან ან ვარსკვლავი გაუხსნან - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • 3 კაცი, რომლის ცოლსაც ძეგლი უნდა დაუდგან ან ვარსკვლავი გაუხსნან - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    - მა­მა­კა­ცე­ბი ბავ­შვე­ბი­ვით არი­ან - ინ­ფან­ტი­ლუ­რად აზ­როვ­ნე­ბე­ნებ, მხო­ლოდ სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტებს აყე­ნე­ბენ წინა პლან­ზე და მაქ­სი­მა­ლუ­რად არ სურთ შე­ი­ზღუ­დონ თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ნა­წი­ლობ­რივ იქ­ნებ ასეც გახ­ლავთ. თუმ­ცა, იმ ფაქტსაც ვერ­სად და­ვე­მა­ლე­ბით, რომ არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც - მზრუნ­ვე­ლი, ერ­თგუ­ლი, მე­ო­ჯა­ხე, შვი­ლებ­სა და მე­უღ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მამ­რე­ბიც. თუმ­ცა, მათი გუ­ლის მო­სა­გე­ბად, ქალ­საც არა­ნაკ­ლე­ბი დო­ზით მო­ე­თხო­ვე­ბა გარ­ჯა და მუ­შა­ო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე. დღეს კი მინ­და იმ ტი­პის მა­მა­კა­ცებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, ვის­თან ერ­თად ერთ ჭერ­ქვეშ ცხოვ­რე­ბაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად აუ­ტა­ნე­ლიც კი შე­იძ­ლე­ბა იყოს ქა­ლის­თვის. მა­მა­კა­ცი-ნარ­ცი­სე­ბი ჩვენს "ას­ტრო-ობი­ექ­ტივ­ში".

    ქალ­წუ­ლი - დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ქრო­ნი­კუ­ლი "ვორ­კოჰო­ლი­კი" და წეს­რიგ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მამ­რია. მარ­თა­ლია, ყო­ველ­თვის აქვს ფული და კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ბეგ­რა­უნ­დის პატ­რო­ნია, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, მხო­ლოდ ამ მო­ტი­ვა­ცი­ით მას­თან ოჯა­ხის შექ­მნა არ ღირს. მით უმე­ტეს, თა­ვა­დაც ძნე­ლად იღებს და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი რთუ­ლად ასა­ტა­ნი ქმა­რია. მის ცოლს მო­ე­თხო­ვე­ბა მუ­დამ იყოს მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე. სახ­ლი იდე­ა­ლურ წეს­რიგ­ში იქო­ნი­ოს, თა­ვად კი ჰი­გი­ე­ნუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე - არა­გა­მომ­წვე­ვად. იცო­დეს ფუ­ლის ყად­რი და გო­ნივ­რუ­ლი ეკო­ნო­მია. ნაკ­ლე­ბად უბურ­ღოს ქმარს ტვი­ნი სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ, როცა იგი სა­ღა­მოს სიმ­შვი­დე­ში გა­ტა­რე­ბის მომ­ხრე იქ­ნე­ბა. გახ­სოვ­დეთ, იგი შეშ­ლი­ლია სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­სა და ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. ამი­ტომ მო­გე­თხო­ვე­ბათ შე­ის­წავ­ლოთ მისი კვე­ბის გრა­ფი­კი, კვე­ბოთ სა­ა­თობ­რი­ვად და რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღად. მოკ­ლედ, იზ­რუ­ნოთ მისი ნარ­ცი­სუ­ლი იმი­ჯის მაქ­სი­მა­ლურ სრულ­ყო­ფა­ზე.

    ბო­ნუ­სად მი­ი­ღებთ ერ­თგულ ქმარს, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად და­დის სა­ეჭ­ვო ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებ­ში. სა­ღა­მო­ებს მუ­დამ ატა­რებს სახ­ლში და მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს თა­ვი­სი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ზე.

    სას­წო­რი - შარ­მი­ა­ნი, გა­ლან­ტუ­რი, უზო­მოდ ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი კა­ცია. უკვე თუ მო­ას­წრო და სა­კუ­თა­რი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იმი­ჯით და­გახ­ვი­ათ თავ­ბრუ, ალ­ბათ არც კი მი­აქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას იმას, რომ ამ კაცს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა სა­შინ­ლად უჭირს. მუდ­მი­ვად სჭირ­დე­ბა კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა მე­გობ­რებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ან სა­კუ­თარ ად­ვო­კატ­თან იმის შე­სა­ხებ გა­დად­გას თუ არა ესა თუ ის კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი ცხოვ­რე­ბა­ში. ქორ­წი­ნე­ბამ­დეც სა­ვა­რა­უ­დოდ თქვე­ნი შემ­ტე­ვი ხა­სი­ა­თი მი­გიყ­ვანთ და არა მისი გულ­მოდ­გი­ნე­ბა, შექ­მნას ოჯა­ხი. რო­გორც ქმა­რი იგი არა­სო­დე­საა უხე­ში, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად მისი ინერ­ტუ­ლო­ბა და აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­გაბ­რა­ზებთ. მას არ მო­ე­წო­ნე­ბა, თუკი თქვენ ვი­ზუ­ა­ლურ იმიჯ­ზე გა­მუდ­მე­ბით არ იზ­რუ­ნებთ. აუ­ცი­ლებ­ლად მოგ­ცემთ შე­ნიშ­ვნას მო­მა­ტე­ბუ­ლი კი­ლოგ­რა­მე­ბის ან არე­უ­ლი სახ­ლის გამო. თუმ­ცა, იმა­ვე ნაკ­ლის ქო­ნის უფ­ლე­ბას სა­კუ­თარ თავს დიდსუ­ლოვ­ნად მის­ცემს. ყო­ველ­თვის და­ე­ლო­დე­ბა თქვენ­გან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას და ეც­დე­ბა, ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში შე­ექ­მნე­ბა, თქვენ­გან მი­ღე­ბულ რჩე­ვას ან მო­საზ­რე­ბას გა­და­აბ­რა­ლოს.

    ბო­ნუ­სად მი­ი­ღებთ ქმარს, რო­მე­ლიც "სა­გა­რეო სამ­კა­უ­ლად" გა­მო­გად­გე­ბათ. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რა ხდე­ბა ოჯახ­ში? სა­მა­გი­ე­როდ, გარ­შე­მო მყო­ფე­ბი მუ­დამ შუ­რის თვა­ლით და­გი­წყე­ბენ ცქე­რას თქვენ - ასე­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი, ენა­წყლი­ა­ნი, გა­ლან­ტუ­რი და ნი­ჭი­ე­რი კა­ცის ცოლს. რო­მელ­საც არა­სო­დეს, არა­ვის­თან არა­ფე­რი ეშ­ლე­ბა.

    თხის რქა - გა­რეგ­ნუ­ლად უე­მო­ციო, ში­ნა­გა­ნად სა­შინ­ლად ამ­ბი­ცი­უ­რი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი მა­მა­კა­ცია. თა­ვი­დან იქ­ნებ გე­გო­ნოთ, რომ ეს სი­მორ­ცხვით მოს­დის. თუმ­ცა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა მას­თან ერთ ჭერ­ქვეშ მო­გიხ­დე­ბათ გაძ­ლე­ბა მიხ­ვდე­ბით, რომ თქვე­ნი ქმა­რი სა­ოც­რად ჯი­უ­ტი, პრინ­ცი­პუ­ლი და კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლად მო­აზ­როვ­ნე პი­როვ­ნე­ბაა. იგი პირ­ვე­ლო­ბას ითხოვს ოჯახ­ში, ამი­ტომ ყო­ველ­თვის შე­ეც­დე­ბა, თქვენ რო­გორც დამ­ხმა­რე პერ­სო­ნალს ხმის უფ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად მოგ­ცეთ. ერ­თპი­როვ­ნუ­ლად მი­ი­ღებს ხოლ­მე ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რო­მე­ლიც ოჯა­ხის მო­მა­ვალს ეხე­ბა. სხვა­ნა­ი­რად მას არ წარ­მო­უდ­გე­ნია ჭეშ­მა­რი­ტი "ოჯა­ხის უფ­რო­სის" კომ­პე­ტენ­ცია. სამ­სა­ხუ­რი და პრო­ფე­სი­უ­ლი სარ­ბი­ე­ლი მის­თვის ყო­ველ­თვის წინა პლან­ზე იქ­ნე­ბა, აზრი არ აქვს სცე­ნე­ბის გა­მარ­თვას და სენ­ტი­მენ­ტებს. თუკი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი ითხოვს, სა­ქორ­წი­ნო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის გა­და­დე­ბაც კი შე­უძ­ლია უპ­რობ­ლე­მოდ, სამ­სა­ხუ­რის სა­სარ­გებ­ლოდ. იშ­ვი­ა­თი სი­ტყვა­ძუნ­წი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­რო­მან­ტი­კუ­ლი პერ­სო­ნაა.

    ბო­ნუ­სად მი­ი­ღებთ ქმარს, რო­მელ­საც თუკი აც­ლით და "ამო­ა­სუნ­თქებთ" ცხოვ­რე­ბის ბო­ლოს თქვე­ნი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბა შე­უძ­ლია. იმი­ტომ რომ, იგი სხვა მა­მა­კა­ცე­ბის­გან სა­პი­რის­პი­როდ ვი­თარ­დე­ბა - წლებ­თან ერ­თად კი არ ბერ­დე­ბა, ახალ­გაზ­რდულ შე­მარ­თე­ბას იძენს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ მისი ერ­თგუ­ლე­ბა ოჯა­ხის მი­მართ უსა­ზღვროა, ხოლო თქვენ­და­მი სიყ­ვა­რუ­ლი (რო­მელ­საც იგი ენის მო­ჩლე­ქით ვერ გა­მო­ხა­ტავს) სა­მუ­და­მო და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    228 ნახვა
    25-05-2021, 01:27