GOGA.TV
  • პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნება

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნება. რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ.

    ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც ქორწილს, ქელეხს, ბანკეტს ეხება.

    "როგორც ცნობილია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გასულ კვირას, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვემსუბუქებინა შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან მიმართებაში მოქმედი შეზღუდვა, კერძოდ, კვების ობიექტებს აქვთ უფლება, მთელი საქართველოს მასშტაბით, შაბათ-კვირას სტუმრები მიიღონ მხოლოდ ღია სივრცეში. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ," - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.
    117 ნახვა
    25-05-2021, 10:02