GOGA.TV
ფქვილის ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება
  • ფქვილის ქარხნის გაფიცული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება

    ფქვილის ქარხნის საწარმოს ხელმძღვანელობა, გაფიცული თანამშრომლების მთავარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს, რასაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისით ხსნის.

    ხოლო დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით, გაფიცულ თანამშრომლებთან მოსალაპარაკებლად მზადყოფნას აცხადებენ.

    ოზურგეთში კი დილიდან ხმაურია "გურია ექსპრესის" ოფისთან. ფქვილის საწარმოს თანამშრომლები უკვე 22 დღეა სამუშაო პირობებსა და ადგილობრივი მოსახლეობის ნაცვლად თურქი მუშების დასაქმებას აპროტესტებენ, ასევე ხელფასის მომატებას ითხოვენ და საწარმოს მიმდებარედ აქციას მართავენ.

    გაფიცულებმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დილით პროდუქციის გამოტანის საშუალება არ მისცეს. როგორც ისინი აცხადებენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება დაშლას არ აპირებენ და არც საწარმოს მისცემენ საშუალებას საქმიანობა გააგრძელოს.
    102 ნახვა
    25-05-2021, 10:06