GOGA.TV
ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...
  • ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - სწავლა, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული...

    ივ­ნის­ში ძი­რი­თად დროს ყო­ველ­დღი­უ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, რუ­ტი­ნას და­უთ­მობთ. უამ­რა­ვი წვრილ-წვრი­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი სახ­ლშიც და სამ­სა­ხურ­შიც. მათი გა­დაჭ­რის გა­რე­შე წინსვლა შე­გი­ფერ­ხდე­ბათ. გარ­და ამი­სა, ივ­ნი­სი ის თვეა, როცა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა დი­ე­ტის დაც­ვა, სპორ­ტულ-გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად შე­ად­გი­ნეთ დღის გან­რი­გი და ეცა­დეთ, არა­ფე­რი გა­მოგრჩეთ. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ. უნდა და­იც­ვათ შუ­ა­ლე­დი, რომ არც სამ­სა­ხურს და არც ოჯახს არ მო­აკ­ლოთ ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა. უფრო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა ახ­ლობ­ლებ­საც კი და­ეხ­მა­როთ, რათა მო­წყე­ნი­ლად და უსარ­გებ­ლოდ არ იგ­რძნოთ თავი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    ივ­ნის­ში გან­სა­კუთ­რე­ბით მო­გინ­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა. პარტნი­ო­რის მხარ­და­ჭე­რა, თბი­ლი სი­ტყვაც კი, და­გეხ­მა­რე­ბათ რომ სა­სურ­ველს მი­აღ­წი­ოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, რომ და­წყვილ­დეთ; ცხოვ­რე­ბას რო­მან­ტი­კუ­ლი ელ­ფე­რი შეს­ძი­ნოთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი მე­ტად თბი­ლე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ე­ბი გახ­დე­ბით მე­უღ­ლის მი­მართ. მო­გინ­დე­ბათ მისი სი­ურპრი­ზე­ბი­თა და სა­ჩუქ­რე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბა. ერ­თად იმ­დე­ნად კარ­გად იგ­რძნობთ თავს, რომ სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­საც კი და­ი­ვი­წყებთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ნე­ბის­მი­ერ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სწრა­ფი რე­აქ­ცია, ძლი­ე­რი ლო­გი­კა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ. თვის ბო­ლოს მო­ი­მა­ტებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი გე­ლო­დე­ბათ, თუ, რა თქმა უნდა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო სპე­ცი­ა­ლის­ტთან ვი­ზიტს არ და­აგ­ვი­ა­ნებთ.

    10 ივ­ნი­სის შემ­დეგ ახალ, თქვენ­თვის მორ­გე­ბულ, გრა­ფი­კის შე­ად­გენთ და რუ­ტი­ნულ საქ­მე­ებს, მათ შო­რის სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც, თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის მი­ხედ­ვით შე­ას­რუ­ლებთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა დი­ე­ტის დაც­ვა თვით­ნე­ბუ­რად გა­და­წყვი­ტოთ და გირ­ჩევთ, სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ. ზო­გი­ერ­თი სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვეტს ცხოვ­რე­ბის ახ­ლე­ბუ­რად და­წყე­ბას.

    24 ივ­ნი­სის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ მეტი ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ. შე­იძ­ლე­ბა ბოლო დროს ბევრ დროს უთ­მობ­დით სხვას და სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებს უგუ­ლე­ბელ­ყოფ­დით. თუმ­ცა, არც გა­ბუ­ტუ­ლი ბავ­შვის რო­ლის თა­მა­ში მო­გიხ­დე­ბათ. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით სა­კუ­თარ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ში, გა­რე­მოც­ვა­ში, რა ან ვინ გიშ­ლით ხელს სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ყვე­ლა­ფე­რი ზედ­მე­ტის­გან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    142 ნახვა
    30-05-2021, 00:51