GOGA.TV
31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს წარმატებული მუშაობისათვის გამოიყენეთ ღიმილი და თავდაჯერებულობა. ამის გაკეთება გაგიადვილდებათ თუ დილით სარკის წინ დაჯდებით და გულდასმით ჩამოთვლით საკუთარ ღირსებებს ნაკლის გამოტოვებით.


    კურო
    მიაქციეთ ყურადღება ყველა თქვენ გამონათქვამს და ქცევას, ეცადეთ ზედმეტი რეპლიკებით არ გაანაწყენოთ ახლობლები. მოთოკეთ ამბიციები. საღამოს განმარტოვდით საკუთარ თავთან და გააანალიზეთ ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადადგით.


    ტყუპები
    ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ ან დაკავდით სპორტით. მეგობრებმა მოსალოდნელია კინოში ან თეატრში დაგპატიჟონ. კომერციული ოპერაციებისათვის წარმატებული დღეა.


    კირჩხიბი
    დროა, შეანელოთ ტემპი და შეამციროთ საქმიანი შეხვედრების რაოდენობა. მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებს და იოცნებეთ ბედნიერ მომავალზე. საქმიანობაში აჩქარებას არ გირჩევთ, შეეცადეთ ეს დღე ინფორმაციის შეგროვებას დაუთმოთ: რაც უფრო მეტი გეცოდინებათ სავარაუდო პარტნიორების შესახებ, მით უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ.


    ლომი
    დღეს თქვენ ხართ ორგანიზებული, შეგიძლიათ შეასრულოთ დიდი სამუშაო. ბიზნესმენები შეძლებენ ხელსაყრელი კონტრაქტების შესრულებას ან საიმედო პარტნიორების შეძენას. ახლობლებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა მოგანიჭებთ სიამოვნებას. თამამად დანიშნეთ შეხვედრები.


    ქალწული
    მოგიწევთ გაორმაგებული ტემპით მუშაობა. ამას თქვენი სამსახურეობრივი და გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა გაიძულებთ, თუმცა ამავე დროს გააქტიურდება ოჯახთან დაკავშირებული პრობლემები. მოგიწევთ გადაადგილება, მგზავრობა და ურთიერთობები, რაც თქვენ ფიზიკურად გადაგღლით.


    სასწორი
    თუ თქვენ ირგვლივ კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნა, არავითარ შემთხვევაში არ აღელდეთ. შეინარჩუნეთ წონასწორობა. შექმნილი ვითარება მშვიდ გარემოში, მოგვიანებით გაანალიზეთ. შენიშვნის მიცემისას იყავით კორექტული და სამართლიანი.


    მორიელი
    აქცენტი კარიერაზე გააკეთეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად შრომისუნარიანი იყოთ. ხელმძღვანელობასთან კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იმატებს. პირად ცხოვრებაში იდილიური სიტუაცია დაისადგურებს.


    მშვილდოსანი
    ეს დღე ახალი სასიყვარულო თავგადასავლებისთვის იდეალურია. საყვარელ ადამიანს მაქსიმალური ყურადღება დაუთმეთ. სამსახურში თქვენს ორგანიზატორულ ნიჭს დააფასებენ, რასაც ფინანსური კეთილდღეობაც მოჰყვება. ეს დღე ხელსაყრელია ქორწინებისთვის და უძრავი ქონების შესაძენად.


    თხის რქა
    თქვენს მიერ დალაგებული გეგმები, შესაძლოა გაიფანტოს. ოჯახში ჩვეულებრივი დღე გაქვთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში რაღაც გირთულდებათ და ამის მიზეზი თქვენი შეუსრულებელი დაპირება იქნება.


    მერწყული
    დღეს შეიძლება წარმატებულად გამოიყენოთ სიტუაცია კარიერაში და ფინანსურ ოპერაციებში. პირად ცხოვრებაში გექნებათ წარმატება. საღამოს მშობლებთან პრობლემები გექნებათ.


    თევზები
    თუმცა დრო და დრო შინაგანი კონფლიქტი დაგტანჯავთ - გართობის სურვილსა და საქმის კეთების აუცილებლობას შორის.
    218 ნახვა
    30-05-2021, 14:28