GOGA.TV
31 მაისის 6 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 31 მაისის 6 ივნისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    კვირის მთავარი თემა მატერიალური საკითხებია. თავისუფალი დრო შვილებთან ერთად გაატარეთ. ნუ დაივიწყებთ ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე ყოფნას. სიფრთხილ გმართებთ მჭრელ და ბასრ საგნებთან კონტაქტისას. უქმეებზე საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუმზადეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 4 ივნისი.

    კურო
    გარშემო მყოფებს თქვენი გამოცდილება გაუზიარეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. გამონახეთ დრო სწავლის, ჰობის, საყვარელი საქმიანობისთვისაც. კვირას ოჯახური დღესასაწაული მოაწყვეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 5, 6 ივნისი.

    ტყუპი
    იდეებით აღსავსე ხართ, მაგრამ თუ არ იჩქარებთ მათ განხორციელებას. ან მაქსიმალური დაკვირვება
    გამოიჩინეთ, თუ ვერ ითმენთ. გამონახეთ დრო საოჯახო ვალდებულებებისთვის. უქმეებზე მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.
    კვირის საუკეთესო დღე: 6 ივნისი.

    კირჩხიბი
    ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იყავით დაკვირვებული თქვენ გარშემო მომხდარ სიტუაციებზე. მეტი დრო დაუთმეთ სუფთა ჰაერზე სეირნობას. საყვარელი ადამიანი საჩუქრებითა და სიურპრიზებით გაანებივრეთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 3 ივნისი.

    ლომი
    ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, ნებისმიერი სირთულის დავალებას მარტივად გაუმკლავდებით, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. გირჩევთ, ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადახვიდეთ - გამოიძინეთ, გაამდიდრეთ რაციონი ჯანსაღი საკვებით. გახშირდება შეხვედრები და ნებისმიერი დეტალის მიმართ დაკვირვებული იყავით.
    კვირის საუკეთესო დღე: 3 ივნისი.

    ქალწული
    მხოლოდ გადაუდებელი საქმეები მოაგვარეთ. მიუბრუნდით ძველ ვალდებულებებს. უქმეები მეგობრების გარემოცვაში, მხიარულად გაატარეთ. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნებას დიდ კამათში ნუ გადაზრდით.
    კვირის საუკეთესო დღე: 5, 6 ივნისი.

    სასწორი
    დაიბრუნებთ ვალს, გაცემულ სიკეთეს, ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენს ცხოვრებაში დაბრუნდებიან ძველი, დიდი ხნის უნახავი ადამიანები. სასიყვარულო ურთიერთობა სულ სხვა მიმართულებით განვითარდება.
    კვირის საუკეთესო დღე: პირველი ივნისი.

    მორიელი
    ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის საქმეებს, შეთანხმებულად შეადგინეთ ოჯახის ბიუჯეტი. უქმეები ქალაქგარეთ გაატარეთ. კვირის ბოლოს სიფრთხილე გმართებთ მჭრელ და ბასრ საგნებთან.
    კვირის საუკეთესო დღე: 5 ივნისი.

    მშვილდოსანი
    გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. კომუნიკაბელურობა მოიმატებს და ნებისმიერ ადამიანთან შეძლებთ მოლაპარაკებას, საერთო ენის გამონახვას. მარტოხელები მიიზიდავთ თქვენთვის შესაფერის სასიყვარულო პარტნიორს. ოჯახის გამო პირად ინტერესებზე უარის თქმა მოგიწევთ.
    კვირის საუკეთესო დღე: 6 ივნისი.

    თხის რქა
    გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საოჯახო საქმეები მეუღლესთან ერთად შეასრულეთ, ეს კიდევ უფრო დაგაახლოებთ ერთმანეთთან. უარს ნუ იტყვით მეგობრებთან ერთად მხიარულებაზე, წვეულებაზე მიპატიჟებაზე. მაგრამ გაფრთხილდით, არ გაცივდეთ და ინსტრუმენტებთანაც ფრთხილად.
    კვირის საუკეთესო დღე: 3 ივნისი.

    მერწყული
    დაიცავით ბალანსი სამსახურის და საოჯახო საქმეებს შორის. ეცადეთ, ორივეგან კომფორტული გარემო შეიქმნათ. ხშირად გაინებივრეთ თავი სასიამოვნოთი, გემრიელით. საყვარელ ადამიანს საყვედური მაქსიმალურად რბილად უთხარით.
    კვირის საუკეთესო დღე: 5 ივნისი.

    თევზები
    საქმეები ზომიერად მოაგვარეთ, ზედმეტად ნუ გადაიღლებით. გამონახეთ დასვენების, განმარტოებისთვის დრო, დაუგდეთ ყური მშობლების რჩევას. უქმეები ბავშვებთან ერთად გაატარეთ, მათთან ერთად იმხიარულეთ; განავითარეთ მათში შემოქმედეითი ნიჭი.
    კვირის საუკეთესო დღე: 3, 4 ივნისი.

    წყარო: marao.ge
    169 ნახვა
    31-05-2021, 00:23