GOGA.TV
ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა
  • ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა

    ფოთში სავარაუდოდ, შვილიშვილმა ბებია მოკლა. 70 წლამდე ქალი გარდაცვლილი მეზობლებმა იპოვეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

    წინასწარი ინფორმაციით, ქალს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მეზობლებს და ოჯახის ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით საუბარი უჭირთ. მათი თქმით, 25 წლამდე ასაკის გოგოს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

    ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ ახლა ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. მათივე ცნობით, ბებიასა და შვილიშვილს შორის კონფლიქტი და ხმამაღალი საუბარი ადრეც ყოფილა.

    ახალგაზრდა ქალი შესაბამის დაწესებულებაში უკვე გადაიყვანეს.

    ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
    174 ნახვა
    2-06-2021, 10:05
    gancxadeba
    News-ები