GOGA.TV
ზოდიაქოს ცუდი გოგოები
  • ზოდიაქოს ცუდი გოგოები

    ქა­ლის გა­გე­ბა ერ­თობ რთუ­ლი საქ­მეა. ვერ შე­გე­და­ვე­ბით იქ­ნებ ასეც იყოს რე­ა­ლუ­რად. თუმ­ცა, თუ თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იცით, იმა­საც მარ­ტი­ვად გა­ი­გებთ, კონ­კრე­ტუ­ლად რა სა­ხის "მავ­ნებ­ლურ" თვი­სე­ბებს ფლობს თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქალი. ანუ იმას, რა­საც გაც­ნო­ბი­სა­სა გულ­მოდ­გი­ნედ მა­ლა­ვას და მხო­ლოდ ახ­ლოს გაც­ნო­ბი­სას აღ­მო­ა­ჩენს ხოლ­მე მა­მა­კა­ცი, მა­შინ როცა უკვე უკან მო­საბ­რუ­ნე­ბე­ლი გზა ფაქ­ტობ­რი­ვად მოჭ­რი­ლია.

    ვერ­ძი - აგ­რე­სი­უ­ლი, სკან­და­ლის­ტი და ფი­ცი­ხია. შე­უძ­ლია სა­ხალ­ხოდ გა­გი­მარ­თოთ სკან­და­ლი.

    კურო - ხარ­ბი, ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი და ძუნ­წია. შე­უძ­ლია უფრო მა­ღალ სა­ხელ­ფა­სო გა­ნაკ­ვეთს ანაც­ვა­ლოს თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი.

    ტყუ­პი - არა­სა­ი­მე­დო, თავ­ქა­რი­ა­ნი და ფლირ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია. არაფ­რად უღირს სხვა­ზე გა­და­ერ­თოს წა­მის მე­ა­სედ­ში.

    კირჩხი­ბი - "ჩუმ­ჩუ­მა მავ­ნე", ბუ­ტია და სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნია. თუ ერთი ჩაგ­ჭი­დათ სა­ცე­ცე­ბი თავს ვე­რა­სო­დეს და­იხ­სნით მის­გან.

    ლომი - სა­კუ­თარ თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ეგო­ის­ტი გო­გოა. მო­ი­თხოვს, რომ მუდ­მი­ვად "გუნ­დრუ­კი უკ­მი­ოს" მა­მა­კაც­მა.

    ქალ­წუ­ლი - "ტვი­ნის პინ­ცე­ტი", მეწვრილ­მა­ნე და ემო­ცი­უ­რად ცივი ქა­ლია. შე­უძ­ლია სამ­სა­ხურს ანაც­ვა­ლოს თქვენ­თან რო­მა­ნი.

    სას­წო­რი - ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, მუდ­მი­ვად მო­ყოყ­მა­ნე და სუს­ტი ნე­ბის­ყო­ფის ქა­ლია. ხათ­რის გამო სხვა თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­თა­ნაც აქვს ხოლ­მე პა­ემ­ნე­ბი.

    მო­რი­ე­ლი - ბოღ­მი­ა­ნი, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და ბო­რო­ტია. თუ უიღ­ბლოდ გა­ე­ხუმ­რეთ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლოდ გა­და­გე­კი­დე­ბათ რო­გორც მტე­რი.

    მშვილ­დო­სა­ნი - არა­სა­ი­მე­დო ქა­ლია. თუკი ჰო­რი­ზონტზე ვინ­მე უფრო მხი­ა­რუ­ლი და "კარ­გი ტიპი" გა­მოჩ­ნდა წა­მის მე­ა­სედ­ში და­გი­ვი­წყებთ სა­მუ­და­მოდ.

    თხის რქა - ამ­ბი­ცი­უ­რი და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლია. თუკი თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, არც იოც­ნე­ბოთ, რომ ახ­ლოს გა­გი­კა­როთ.

    მერ­წყუ­ლი - "ლა­ტენ­ტუ­რი გი­ჟია". ამას­თან, მისი ერ­თგუ­ლე­ბის იმე­დი არ უნდა გქონ­დეთ. ხში­რად აბამს მე­გობ­რებ­თან რო­მა­ნებს.

    თევ­ზე­ბი - ჭო­რე­ბი­სა და ინ­ტრი­გე­ბის "დი­დოს­ტა­ტია". ამას­თან ერ­თად, ან­გე­ლო­ზის სა­ხით ავ­რცე­ლებს თქვენს შე­სა­ხებ ათას სი­ბინ­ძუ­რეს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    85 ნახვა
    4-06-2021, 00:44