GOGA.TV
ყველაზე ერთგული მამაკაცების TOP სამეული
  • ყველაზე ერთგული მამაკაცების TOP სამეული

    და მო­თხოვ­ნი­ლე­ბას, ძალ­ზე ხში­რად ინ­დი­ვი­დის ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი ბუ­ნე­ბაც გა­ნა­პი­რო­ბებს და არამ­ხო­ლოდ მისი სქე­სი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ დი­ა­ხაც, არ­სე­ბო­ბენ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი აქვთ სიყ­ვა­რულ­ში... მო­დით, გა­ვეც­ნოთ ამ სა­მე­ულს.

    ვერ­ძი – ალ­ბათ გიკ­ვირთ, რო­გორ შე­უძ­ლია ამ ერთი შე­ხედ­ვით აქ­ტი­ურ, თით­ქოს და "გა­მო­უს­წო­რე­ბელ მე­ქალ­თა­ნეს" საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ერ­თგუ­ლე­ბა. დიახ, ვერ­ძი მა­მა­კა­ცი მისი გა­რეგ­ნუ­ლი იმი­ჯის გამო ხში­რად ტო­ვებს არას­ტა­ბი­ლუ­რი მა­ჩოს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, თუმ­ცა რე­ა­ლო­ბა­ში იგი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვი­თაა – უყ­ვარს ე.წ. "საყ­ვა­რე­ლი სა­თა­მა­შო­ე­ბის" აჩე­მე­ბა. ეს სა­თა­მა­შო კი ზუს­ტად მისი გუ­ლის ქალ­ბა­ტო­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს. მთა­ვა­რია, ამ უკა­ნას­კნელს რამ­დენ ხანს ეყო­ფა ჭკუა და გამ­ჭრი­ა­ხო­ბა, რომ ვერ­ძის­თვის შე­უც­ვლე­ლად იქ­ცეს.

    თხის რქა – მისი ერ­თგუ­ლე­ბა ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სი­ჯი­უ­ტეს ეფუძ­ნე­ბა. თხის რქას მოს­წონს პრინ­ცი­პე­ბით ცხოვ­რე­ბა. გარ­და ამი­სა, მას გრძნო­ბე­ბის სა­კი­თხში არა­სო­დეს გა­მოს­დის მარ­ტი­ვად გახ­სნა. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი უყ­ვარს ვინ­მე, უყ­ვარს ხან­გრძლი­ვად და დიდი ვა­დით. ამას­თან ერ­თად, უსა­ზღვრო ნე­ბის­ყო­ფი­სა და თავ­შე­კა­ვე­ბის უნა­რიც გა­აჩ­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მან ვინ­მე ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რად სიყ­ვა­რუ­ლით აირ­ჩია, ამ ქალს იგი ჭეშ­მა­რი­ტად უერ­თგუ­ლებს.

    მო­რი­ე­ლი – ალ­ბათ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რად ამ სა­მე­ულ­ში მო­რი­ე­ლი მა­მა­კა­ცის მოხ­ვედ­რა მო­გეჩ­ვე­ნათ. მით უმე­ტეს, თუკი ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ასე თუ ისე ერ­კვე­ვით და პრაქ­ტი­კა­ზეც იცით, რომ მო­რი­ელს უსა­ზღვრო სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლი და მადა გა­აჩ­ნია. დიახ, ეს ნამ­დვი­ლად ასეა და არ გეშ­ლე­ბათ. მაგ­რამ მო­რი­ე­ლი ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ, რომ წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლავთ, შე­სა­ბა­მი­სად, მისი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე ემო­ცი­ე­ბია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თუკი პარტნი­ორ­მა იგი ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ "ემო­ცი­ურ მა­ხე­ში" მო­იმ­წყვდია, მო­რი­ელს უნა­რი აქვს ხან­გრძლი­ვი ვა­დით უერ­თგუ­ლოს იმ ერ­თა­დერ­თს. სა­ნამ ემო­ცი­ე­ბი არ­სე­ბობს და უყ­ვარს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    106 ნახვა
    5-06-2021, 23:57