GOGA.TV
  • რომის პაპი კანადაში ყოფილ სკოლა-პანსიონატში აღმოჩენილი 215 ბავშვის ნეშტის საქმეს გამოეხმაურა

    რომის პაპი კანადაში ყოფილ სკოლა-პანსიონატში აღმოჩენილი 215 ბავშვის ნეშტის საქმეს გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით, ფრანცისკემ დღეს ქადაგებისას განაცხადა. მან მოუწოდა კანადის ხელისუფლებას და კათოლიკურ ეკლესიას ითანამშრომლონ, რათა ამ საქმის დეტალები ცნობილი გახდეს. მანამდე, კანადის პრემიერ-მინისტრმა კათოლიკური ეკლესია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეკლესიამ უნდა აღიაროს საკუთარი როლი პანსიონატებში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, კანადაში, სკოლა-პანსიონატში, რომელიც მკვიდრი მოსახლეობის მოზარდებისთვის იყო განკუთვნილი, 215 ბავშვის ნეშტი მაისის ბოლოს აღმოაჩინეს. ამ სკოლას, ისევე როგორც სხვა ანალოგიურ დაწესებულებებს, წლების განმავლობაში კათოლიკური ეკლესია მართავდა.
    64 ნახვა
    6-06-2021, 11:07