GOGA.TV
7-13 ივნისის სილამაზის კალენდარი - რომელია კარგი დღე კოსმეტოლოგთან ჩასაწერად და ვარჯიშისთვის
  • 7-13 ივნისის სილამაზის კალენდარი - რომელია კარგი დღე კოსმეტოლოგთან ჩასაწერად და ვარჯიშისთვის

    საინტერესო კვირა გველოდება - 10 ივნისს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება გვაქვს. ეს და მომდევნო კვირა გვაძლევს შანსს, რომ აღვადგინოთ ძველი კავშირები, თანამშრომლობა. მოაწესრიგეთ დამოკიდებულება უახლოეს ნათესავებთან; დოკუმენტები. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, დაწყებულების დასასრულებლად. თუმცა, არავის და არაფერს ენდოთ გადაუმოწმებლად.

    7 ივნისი, მთვარე კუროშია. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის
    პროცედურები. თმის შეღებვა.

    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    9 ივნისი, მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.

    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    11 ივნისი, 11:22-დან მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.

    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.

    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    წყარო: marao.ge
    59 ნახვა
    7-06-2021, 00:07