GOGA.TV
რა გზავნილებით ჩამოვიდა მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი
  • რა გზავნილებით ჩამოვიდა მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი

    საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფება. ფილიპ რიკერი თბილისში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ვიზიტის ფარგლებში მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი შეხვდება მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს.

    განხილვების მთავარი თემები რეგიონში არსებული გამოწვევები, უსაფრთხოება, საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიაა.

    რიკერის ჩამოსვლის შესახებ ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

    განცხადებაში ვიზიტის მიზნად - "ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვა" სახელდება.
    105 ნახვა
    7-06-2021, 02:47