GOGA.TV
10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    საკითხი, რომელიც გაღელვებთ, დღეს თქვენს წინაშე კვლავ დადგება. ზედმეტი ეჭვიანობა, იმპულსურობა შესაძლოა გაუმართლებელი ქცევის მიზეზი გახდეს. შსაძლოა მიიღოთ დაუგეგმავი შემოსავალი, თუმცა ყველაფერი მაინც ბავშვებზე ან ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ წასვლაზე დაგეხარჯებათ. საღამოს შეეცადეთ კარგად დაისვენოთ, ძილის წინ თბილი აბაზანა მიიღეთ დაძაბულობის მოსახსნელად.


    კურო
    დღეს წარმატებული იქნება შეხვედრა სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების წარმომადგენლებთან. სწორედ დღეს შეიძლება გაგიმართლოთ და მოაგვაროთ პირადი ცხოვრების პრობლემები. გადაამოწმეთ ვარგისიანობის ვადა მედიკამენტებზე, რომელთა გამოყენებასაც აპირებთ, არ გადააჭარბოთ წამლის დოზას. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.


    ტყუპები
    დღეს სასურველი არ არის საქმიანი შეხვედრების დაგეგმვა. მამაკაცებს სურვილი ექნებათ რაინდული საქციელი ჩაიდინონ. თავს ვერ აარიდებთ უსიამოვნო, სერიოზულ საუბარს. კარგად წავა საქმეები საფონდო ბირჟაზე.


    კირჩხიბი
    დღე სავსე არ იქნება მოვლენებით. გავლენიანი ადამიანები დაგეხმარებიან სამსახურებრივად წინსვლაში. გინდათ დედოფალი შეიყვაროთ ან მილიონი გამოიმუშაოთ? - მაშინ ეს თქვენი დღეა! თამამად დანიშნეთ პაემანი.


    ლომი
    დღე ნაკლებად სავსე იქნება მოვლენებით. თქვენ კიდევ უფრო სერიოზული და შრომისმოყვარე იქნებით. ანალიზის დახმარებით სიტუაციის გაგებისა და მისი გარკვევის მცდელობა უშედეგო იქნება. კარგად წაუვათ საქმე კომერსანტებს.


    ქალწული
    დღეს არ დაუშვათ შეცდომები სამსახურში. ჰარმონიული კოსმოსური სიტუაცია ხელს უწყობს თქვენს ფინანსურ წარმატებას. დღის მანძილზე კატეგორიული შეფასებებისგან და მძიმე სამუშაოსგან თავი შეიკავეთ. ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული მცდელობები შესაძლოა წარმატებით დასრულდეს.


    სასწორი
    დღეს კომპანიის გული და სული იქნებით. მიუხედავად ამისა, განწყობა შეიძლება ნულამდე დაგეცეთ თუ არ შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელთან ურთიერთბაც უსიამოვნებებს დაგავიწყებთ. წარმატებული დღეა სახელმწიფო დაწესებულებებში მისასვლელად, რადგან მიიღებთ გასაგებ და კვალიფიციურ კონსულტაციას. ზედმეტი კვანძების გარეშე გადაწყდება მნიშვნელოვანი საკითხები. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობისას.


    მორიელი
    დღეს გართულებები გექნებათ კოლეგებთან ურთიერთობაში, ასევე მშობლებთან და ახლო ნათესავებთან. ყველა უსიამოვნება, რომელიც დღეს შეგხვდებათ, მიიღეთ ზედმეტი ემოციების გარეშე. თქვენ შეიძლება სარფიანი წინადადება შემოგთავაზონ, რომელზე უარის თქმა არ ღირს. წარმატებული იქნება სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები.


    მშვილდოსანი
    დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.


    თხის რქა
    დღეს ზემდეტად გაღიზიანებული იქნებით და სრულად დაექვემდებარებით ცვალებად ხასიათს. შესაძლოა მიიღოთ პრემია ან ჯილდო. ვარსკვლავები შეგახსენებენ, რომ ახლობლები უნდა მოინახულოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გეწვევიან.


    მერწყული
    საკითხი, რომელიც გაღელვებთ, დღეს მთელი სისრულით წამოიწევს წინ. მაგრამ ნუ ინაღვლებთ, წარუმატებლობა ხანმოკლე იქნება. კარგი დროა მრავალმხრივი ურთიერთობისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისთვის, პარტნიორობის წამოწყებისთვის და კულტურული ღონისძიებებისთვის. საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ.


    თევზები
    დღეს შეიძლება ბევრი გაორებული სიტუაცია წარმოიშვას, რომლებიც მოითხოვენ ტაქტს და მოთმინებას. დამაჯერებელი საუბარი დაგიბრუნებთ საკუთარი ძალების რწმენას. შეიძლება მომგებიანი საქმე შემოგთავაზონ. წარმატებული დღეა მეწარმეობისა და ვაჭრობისთვის.
    121 ნახვა
    9-06-2021, 14:33