GOGA.TV
უფრო ლამაზები რომ ვიყოთ - ანუ როგორ გამოვიყენოთ მთვარის ენერგეტიკა
  • უფრო ლამაზები რომ ვიყოთ - ანუ როგორ გამოვიყენოთ მთვარის ენერგეტიკა

    ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ხალ­ხთა ცხოვ­რე­ბა­ში. მთვა­რის ფა­ზე­ბი, კონ­კრე­ტულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­ცავს და შე­სა­ბა­მის მოვ­ლე­ნებ­ზე ახ­დენს გავ­ლე­ნას.

    მისი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზეც აი­სა­ხე­ბა, თა­ნაც საკ­მა­ოდ მკვეთ­რად, მო­გეხ­სე­ნე­ბათ მთვა­რე სი­თხე­ე­ბის მმარ­თვე­ლია - ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი კი საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს წყალს.

    ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ე.წ. "გან­ტვირ­თვის დღე­ე­ბის" მო­წყო­ბა და დი­ე­ტის და­წყე­ბა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ ახა­ლი მთვა­რის ციკ­ლის შემ­დეგ . ხოლო სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სას ან მის წინა პე­რი­ოდ­ში პი­რი­ქით - სა­სურ­ვე­ლია მო­ვე­რი­დოთ მძი­მე საკ­ვებს და უარი ვთქვათ ალ­კოჰოლ­ზე.

    სა­ხის კა­ნის მო­სავ­ლე­ლად კლე­ბა­დი მთვა­რის პე­რი­ო­დია მი­ზან­შე­წო­ნი­ლი. მიჩ­ნე­უ­ლია, რომ მთვა­რის კლე­ბის დე­კა­და­ში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის წარ­მო­შო­ბა და გარ­თუ­ლე­ბე­ბი ნაკ­ლე­ბად იჩენს თავს. ამი­ტომ სა­ხის წმენ­დის პრო­ცე­დუ­რა ან პი­ლინ­გი სა­სურ­ვე­ლია ზუს­ტად ამ პე­რი­ო­დებს და­ამ­თხვი­ოთ.

    ხოლო, რაც შე­ე­ხე­ბა კოს­მე­ტი­კურ ან პლას­ტი­კურ ჩა­რე­ვას სა­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (ბო­ტოკ­სი, პერ­მა­ნენ­ტუ­ლი მა­კი­ა­ჟის გა­კე­თე­ბა და ა.შ.) ეს ყვე­ლა­ფე­რი აჯო­ბებს, ზრდა­დი მთვა­რის პე­რი­ოდ­ში და­ი­გეგ­მოს . იმი­ტომ რომ, ასეთ დროს ორ­გა­ნიზ­მი ად­ვი­ლად ეთ­ვი­სე­ბა ე.წ. "არა­ორ­გა­ნულ" ნივ­თი­ე­რე­ბებს. შე­ხორ­ცე­ბის პრო­ცე­სიც შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მი­დის.

    დღეს­დღე­ო­ბით ქალ­ბა­ტო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლი ცდი­ლობს, სხე­უ­ლი ფორ­მა­ში ჰქონ­დეს. სა­ა­მი­სოდ კი სხვა­დას­ხვა ხერ­ხს მი­მარ­თა­ვენ. მათ შო­რი­საა სპორ­ტუ­ლი დატ­ვირ­თვა, ფიტ­ნე­სი და ტრე­ნა­ჟო­რე­ბი . თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მთვა­რის კონ­კრე­ტუ­ლი ფა­ზე­ბი არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. გან­სა­კუთრთე­ბით არა­სა­სურ­ვე­ლია სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის წინა პე­რი­ო­დი და მისი შემ­დგო­მი ერთი კვი­რა.

    და­ბო­ლოს, თუკი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით წყლის სტი­ქი­ის ტრი­ა­დას გა­ნე­კუთ­ვნე­ბით (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი) ან პი­რად კოს­მოგ­რა­მა­ში წყლის სტი­ქი­ის გავ­ლე­ნა გა­გაჩ­ნი­ათ, შე­საძ­ლოა პე­რი­ო­დულდ, აუხ­სნე­ლად დად­გეთ ცუდ ხა­სი­ათ­ზე, მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი უკუღ­მა მიგ­დით, გან­წყო­ბა გი­უ­ა­რეს­დე­ბათ - ნუ იჩ­ქა­რებთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დეპ­რე­სი­ის დი­აგ­ნო­ზის გა­მო­ტა­ნას. გა­და­ხე­დეთ მთვა­რის ფა­ზებს - შე­საძ­ლოა თქვე­ნი უხა­სი­ა­თო­ბა ფა­ზის ცვა­ლე­ბა­დო­ბით იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი მოკ­ლე ხან­ში გა­ივ­ლის.

    გახ­სოვ­დეთ, ზრდა­დი მთვა­რის პე­რი­ო­დი ჩვენ­ში ძა­ლე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას, ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ამაღ­ლე­ბას იწ­ვევს, კლე­ბა­დი კი პი­რი­ქით - გვი­ბიძ­გებს გარ­კვე­უ­ლი პე­სი­მიზ­მის­კენ. სა­მა­გი­ე­როდ, ეს სა­უ­კე­თე­სო დროა სიმ­შვი­დე­ში ყოფ­ნის­თვის და ძა­ლე­ბის აღ­სად­გე­ნად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    79 ნახვა
    10-06-2021, 00:10