GOGA.TV
ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა
  • ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

    ბათუმში, მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე, "მაგნოლიას" საცხოვრებელ კორპუსში დღის ბოლოს მოხდა.

    თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალმა აივანზე წონასწორობა დაკარგა. მის დახმარებას ერთ-ერთი გამვლელი მამაკაცი შეეცადა, რამაც დაცემა ოდნავ შეამსუბუქა.

    დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, 30 წლამდე ქალს სხეულის მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული შოკი აქვს. ის მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ითვლება.

    შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.
    78 ნახვა
    10-06-2021, 10:55
    News-ები