GOGA.TV
ხართ თუ არა ყველაზე ეჭვიანი და მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი?
  • ხართ თუ არა ყველაზე ეჭვიანი და მესაკუთრე ზოდიაქოს ნიშანი?

    სტა­ტი­ე­ბი, თუმ­ცა რა­კი­ღა სა­სიყ­ვა­რუ­ლო-პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ბევ­რი კი­თხვა მოგ­ვდის პი­რად­ში, კი­დევ ერთ სტა­ტი­ას გთა­ვა­ზობთ ამ კუ­თხით. ამ­ჯე­რად მო­დით, ყვე­ლა­ზე ეჭ­ვი­ან და მე­სა­კუთ­რე ნიშ­ნებ­ზე ვი­სა­უბ­როთ და ის მი­ზე­ზე­ბიც ავ­ხსნათ, კონ­კრე­ტუ­ლად რა იწ­ვევს მათ­ში ამ­გვარ მძაფრ სურ­ვილს აკონ­ტრო­ლონ და სრუ­ლად მარ­თონ პარტნი­ო­რი. ამას­თან ერ­თად, აქვე ისიც მინ­და გი­თხრათ, რომ თუკი თქვე­ნი თავი ე.წ. "შავ სი­ა­ში" აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ აუ­ცი­ლებ­ლად ოტე­ლო­სა­ვით ეჭ­ვი­ა­ნი იქ­ნე­ბით. სტა­ტია ძი­რი­თა­დად, ნიშ­ნის ტი­პურ წარ­მო­მად­გენ­ლებს ეხე­ბათ. ასე რომ ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო, ღრმად ამო­ი­სუნ­თქეთ და და­ვი­წყოთ:

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბის­თვის ე.წ. "ბრმა მრის­ხა­ნე­ბაა" და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ამი­ტომ ვერ­ძე­ბის დიდი ნა­წი­ლი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბი­თაც ერ­თობ "ბრმად" ეჭ­ვი­ა­ნობს. მის­თვის სულ მცი­რე მი­ზე­ზიც კი საკ­მა­რი­სია სა­ი­მი­სოდ, რომ პარტნი­ორს ხელ­ჩარ­თუ­ლი ომი გა­მო­უ­ცხა­დოს ორ­გუ­ლო­ბის­თვის. თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ისიც აღ­ვნიშ­ნოთ, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვერ­ძის "აგ­დე­ბა" საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა თუნ­დაც დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის მეშ­ვე­ო­ბით. ვერ­ძე­ბი ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რად და დრა­მა­ტუ­ლად გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამი­ტომ ხში­რად ძნე­ლია რა­ი­მე აუხ­სნათ მათ თუკი სა­ბა­ბი იპო­ვეს სა­ეჭ­ვი­ა­ნოდ. სა­უკ­თე­სო ვა­რი­ან­ტია, ნაკ­ლე­ბად იმარ­თლოთ მის წინ თავი და დე­ლო­დოთ, რო­დის გა­და­უვ­ლის მხურ­ვა­ლე ემო­ცი­ე­ბი (რაც მერ­წმუ­ნეთ საკ­მა­ოდ მალე მოხ­დე­ბა) და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ სცა­დოთ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა.

    კირჩხი­ბი - მა­ნი­ა­კა­ლუ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ახა­სი­ა­თებს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ამი­ტომ ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და კირჩხი­ბი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ცნე­ბე­ბია. თუმ­ცა ვერ­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით კირჩხი­ბი დე­ბო­შით, ჩხუ­ბით ან თეფ­შე­ბის მტვრე­ვით არა­სო­დეს გა­მო­ხა­ტავს სა­კუ­თარ გრძნო­ბებს მო­ღა­ლა­ტე პარტნი­ო­რის მი­მართ. თა­ვი­დან იგი უხ­მოდ იტან­ჯე­ბა ან უბ­რა­ლოდ იბუ­ტე­ბა რა­ღაც დრო­ით. თუმ­ცა შემ­დგომ თუკი მისი ეჭ­ვე­ბი და­დას­ტურ­და და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი აქვს გან­გა­შის ასა­ტე­ხად, კი­ბო­სა­ვით იწყებს ზურ­გი­დან შე­მოვ­ლას და რო­დის რას მო­ი­მოქ­მე­დებს მო­ღა­ლა­ტე პარტნი­ო­რის გა­სამ­წა­რებ­ლად ეს მხო­ლოდ ღმერ­თმა უწყის. და­ი­მახ­სოვ­რეთ, შუ­რის­მა­ძი­ებ­ლო­ბით კირჩხი­ბი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე სას­ტიკ ნი­შანს მო­რი­ელს არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ხან­და­ხან ამე­ტებს კი­დეც.

    მო­რი­ე­ლი - მისი ბუ­ნე­ბა ზო­გა­დად ეჭ­ვი­ა­ნია, ამი­ტომ მო­რი­ე­ლი ეჭ­ვით ეკი­დე­ბა არამ­ხო­ლოდ პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებს არა­მედ ზო­გა­დად ყვე­ლა­ნა­ირ ურ­თი­ერ­თო­ბას ცხოვ­რე­ბა­ში. მას შე­უძ­ლია გულ­წრფე­ლო­ბა­ზე გა­და­ა­მოწ­მოს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რი და უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რიც კი, თუკი ინ­ტუ­ი­ცი­ამ უკარ­ნა­ხა, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი მის წი­ნა­აღ­მდეგ რა­ი­მე სა­ხის ინ­ტრი­გას ხლარ­თავს. ინ­ტუ­ი­ცია კი მო­რი­ელს მერ­წმუ­ნეთ ძალ­ზე ძლი­ე­რი აქვს. სიყ­ვა­რულ­ში მო­რი­ე­ლი არა­სო­დეს ხსნის კარ­ტებს ბო­ლომ­დე, ამი­ტომ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­მა სა­ვა­რა­უ­დოდ მის შე­სა­ხებ ათწ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მე­რეც კი ბევ­რი რამ არ იცის, ყვე­ლა მო­რი­ელს გა­აჩ­ნია და­ფა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო­ბე­ბი და ხში­რად ორ­მა­გი ცხოვ­რე­ბაც. სა­მა­გი­ე­როდ, პარტნი­ო­რის­გან მო­რი­ე­ლი აბ­სო­ლუ­ტურ ნდო­ბა­სა და გულ­წრფე­ლო­ბას ითხოვს. ღმერ­თმა ნუ ქნას, მისი მო­ტყუ­ე­ბა გა­ნიზ­რა­ხოს ვინ­მემ. იგი კირჩხი­ბი­ვით კი არ ამო­გი­თხრით "ინ­კოგ­ნი­ტოდ" სა­მა­რეს ზურგსუ­კან, ღიად გა­მო­გიწ­ვევთ ბრძო­ლა­ში და არ და­იღ­ლე­ბა მა­ნამ, სა­ნამ მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად სა­ფუძ­ვლი­ა­ნად არ გა­გა­ნად­გუ­რებთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    233 ნახვა
    12-06-2021, 02:20