GOGA.TV
14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
  • 14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

    ვერძი
    დღეს მთლიანად მიენდეთ ემოციებს. შესაძლოა სასიამოვნო თავგადასავლები გქონდეთ. საქმიდან, რომელშიც დიდი ენერგია და ძალისხმევა გაქვთ ჩადებული, შემოსავალს მიიღებთ. მოსალოდნელია მატერიალური წახალისებაც. ახლობლებთან კონფლიქტი გექნებათ, განსაკუთრებით უფროსი ასაკის ნათესავებთან.


    კურო
    სასიყვარულო განცდებით სავსე დღე გელით, რასაც მოჰყვება იმედგაცრუება და ინტრიგები. ეფექტურად ჩაივლის ეს დღე, თუ პოტენციალს მიმართავთ ისეთი საქმეების მოგვარებისკენ, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. გაჭედილი საკითხების მოსაგვარებლად სხვადასხვა საშუალებების პოვნას შეძლებთ. ძველი მეგობრების რჩევები სასარგებლო იქნება. საღამოს სასიამოვნო სტუმრებს ელოდეთ.


    ტყუპები
    დღევანდელი დღე მეტწილად ხანმოკლე კეთილდღეობის მომტანია, რაც საბოლოოდ ხანგრძლივი იმედგაცრუებით იცვლება, განსაკუთრებით სიყვარულში. სიზმრები თითქმის ყოველთვის სრულდება.


    კირჩხიბი
    კარგი დღეა ფინანსური კეთილდღეობისთვის და მოგზაურობისთვის. გამორიცხული არ არის, რომ იმედი გაგიცრუონ იმ ადამინებმა, ვისიც გჯეროდათ. თამამად წადით კონტაქტზე უცხოური კომპანიების წარმომადგენლებთან. დღეს გაიზრდება თქვენი საქმიანი აქტივობა.


    ლომი
    კარგი დღეა ფინანსური კეთილდღეობის საკითხების მოსაგვარებლად, რაზეც პირდაპირ დამოკიდებულია მოგზაურობა. მეგობრებთან შეხვედრა საინტერესო საღამოს გპირდებათ. სახლის დალაგების სურვილი ოჯახის წევრების წინააღმდეგობას გამოიწვევს და შეიძლება ამის გამო იკამათოთ. თავი შეიკავეთ მძიმე საკვებისგან.


    ქალწული
    უფროსებთან იკამათებთ, თუმცა ძალიან ნაყოფიერი სამუშაო დღეა. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს - ერთ-ერთი თქვენგანი დაშორების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. კარგად წავა საქმეები ფინანსურ ბირჟაზე.


    სასწორი
    დღევანდელი დღე გამორჩული იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებებით და მოულოდნელი, უსიამოვნო ცნობის მიღებით. შეიძლება მიიღოთ ფული, თან რამოდენიმე ადგილიდან. სასიხარულო და სასარგებლო იქნება უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. იქონიეთ მეტი სიმტკიცე და მობილიზდით.


    მორიელი
    კარგი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების გარკვევისთვის ან ოჯახური დღესასწაულის აღნიშვნისთვის. შეეცადეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, თორემ მერე პრობლემებს ვერ ასცდებით. არსებობს ემოციური აფეთქების ალბათობა და თუ თქვენ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა გიწევთ, შეეცადეთ მართოთ საკუთარი თავი. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს.


    მშვილდოსანი
    სასიყვარულო ურთიერთობებისთვის კარგი დღეა. ასევე კარგია ოჯახური დღესასწაულის აღნიშნვა ან ქორწინება. თუ ნაჩხუბარი ხართ ვინმესთან, დროა შერიგდეთ. იპოვით იმას, რასაც დიდი ხანია ეძებდით. ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული მცდელობები უშედეგო არ იქნება.


    თხის რქა
    დღევანდელი საღამო ცოლ-ქმრულ ურთიერთობას უფრო ჰარმონიულს გახდის. ყურადღება მიაქციეთ პროფესიული ამოცანების გადაჭრას. ინტელექტუალური სფეროს მუშაკები სასარგებლო კონტრაქტს დადებენ სამეცნიერო სამუშაოების შესრულებაზე. ფრთხილად იყავით უფროსთან ურთიერთობისას.


    მერწყული
    დღეს შეგიძლიათ სრულად მიენდოთ გრძნობებს. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ გადადოთ სამსახურებრივი მივლინება. რაც დაგეგმილი გაქვთ, ყველაფერი გააკეთეთ, მოაგვარეთ სადავო საკითხები მეზობლებთან და სტუმრების მისაღებადაც მოემზადეთ. საღამოს გატარება სჯობს ოჯახურ გარემოში.


    თევზები
    დღეს სასიყვარულო განცდები, იმედგაცრუება და ინტრიგები გელით. დღის მეორე ნახევარში მკაცრად დაიცავით დიეტა. წარმატება მხოლოდ მაშინ გელით, როცა შეძლებთ მომენტის სწორად შერჩევას და გარშემომყოფების საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას. დიდი შანსია მფარველი ან სპონსორი ნახოთ.
    212 ნახვა
    13-06-2021, 14:24