GOGA.TV
ბრიუსელში დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება
  • ბრიუსელში დღეს NATO-ს სამიტი გაიმართება

    ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნის ლიდერები დღეს ბრიუსელში, NATO-ს შტაბ-ბინაში იკრიბებიან. სამიტზე აქცენტი რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგზე ზეწოლაზე, ტერორიზმის საფრთხესა და კიბერთავდასხმებზე გაკეთდება.

    საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამიტის დღის წესრიგში არის საქართველოს საკითხიც - საუბარია ღონისძიების იმ ნაწილზე, რომელიც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერას ეხება.

    სამიტამდე, რამდენიმე დღით ადრე, გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენმდივანმა განაცხადა, რომ სამიტზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდება NATO-ს მყარი მხარდაჭერა "ღირებული პარტნიორებისადმი" - საქართველოსა და უკრაინის მიმართ, რომ ალიანსი გააგრძელებს ქვეყნების მხარდაჭერას რეფორმების დანერგვის კუთხით.
    82 ნახვა
    14-06-2021, 01:22