GOGA.TV
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლსი ცოლად მოყვანაც ყველაზე დიდი შეცდომაა კაცის ცხოვრებაში
  • 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლსი ცოლად მოყვანაც ყველაზე დიდი შეცდომაა კაცის ცხოვრებაში

    რომ ცოლი ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა იყოს აუ­ტა­ნე­ლი, თუ მუდ­მი­ვად არა პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც. თუმ­ცა, ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, ვი­საც ცო­ლის რო­ლის მორ­გე­ბა ნაკ­ლე­ბად გა­მოს­დით და ხში­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლიც არ გა­აჩ­ნი­ათ ამის...

    ვერ­ძი - ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი, მო­ჭარ­ბე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კი­თა და სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ამი­ტომ, ძალ­ზე ხში­რად ირ­ჩე­ვენ მა­მა­კა­ცურ პრო­ფე­სი­ებს და ზო­გა­დად, გა­მუდ­მე­ბით ებ­რძვი­ან ძლი­ერ სქესს იმის დამ­ტკი­ცე­ბის მცდე­ლო­ბა­ში, რომ ყვე­ლა­ფერს უმა­მა­კა­ცო­დაც იო­ლად და მარ­ტი­ვად გა­ა­კე­თე­ბენ. რაც არ უნდა სამ­წუ­ხა­რო იყოს, ეს ასეც არის. ამი­ტომ ვერ­ძი ქა­ლის ცო­ლად მოყ­ვა­ნით, მა­მა­კა­ცი დიდ რის­კზე მი­დის და ოჯახ­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად ნელი მოქ­მე­დე­ბის ბომბს ამონ­ტა­ჟებს. სა­ნამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია კი­დევ ჰო, მაგ­რამ როცა ვერძს რო­მან­ტი­კუ­ლი "უწი-პუწი" ყელ­ში ამო­უ­ვა, გული აუ­ცი­ლებ­ლად გა­უ­წევს უპი­რა­ტე­სო­ბის დამ­ტკი­ცე­ბის­კენ ამ­ჯე­რად უკვე მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან. მა­მა­კა­ცებს კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ უყ­ვართ ქალი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა. გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია, ვერძს ან სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი მი­უ­ჩი­ნოთ (სა­ა­მი­სოდ ძა­ლი­ან ძლი­ე­რი უნდა იყოს მა­მა­კა­ცი - კარ­გია თუ ლომი, მო­რი­ე­ლი ან თხის რქაა იქ­ნე­ბა), ან მო­ემ­ზა­დოთ გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის. იმი­ტომ რომ კომ­პრო­მის­ზე იგი არა­სო­დეს წა­მო­ვა.

    ტყუ­პი - ერთი შე­ხედ­ვით შე­საძ­ლოა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ამ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძალ­ზე მარ­ტი­ვი, ად­ვი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო. ასეა, ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე მა­ნამ, სა­ნამ იგი თქვე­ნით ინ­ტე­რეს­დე­ბა და რო­გორც ახალ, სა­ინ­ტე­რე­სო წიგნს ისე გი­ყუ­რებთ. მაგ­რამ ტყუ­პის ორ­სა­ხო­ვა­ნი ბუ­ნე­ბა ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ. ამ ადა­მი­ა­ნებს არ ახა­სი­ა­თებთ ხან­გრძლი­ვად ერთ, კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა, მათ შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც შე­დის. ამი­ტომ ტყუპს შე­საძ­ლოა დღეს უყ­ვარ­ხართ, ხვალ კი მის თვალ­ში მო­სა­წყენ ინ­დი­ვი­დად გა­და­იქ­ცე­ით, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სი­ახ­ლის შე­მო­სა­ტა­ნად. თუ ეს მარ­თლაც ასეა, მერ­წმუ­ნეთ, ის ბევ­რს არ იფიქ­რებს და სხვა, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო პარტნი­ორ­ზე სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე გაგცვლით, მი­ზე­ზი კი ისე თქვენ იქ­ნე­ბით...

    მერ­წყუ­ლი - მისი პრობ­ლე­მა ის გახ­ლავთ, რომ თავი ცო­ლის ამ­პლუ­ა­ში თუნ­დაც რი­გით მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბის მო­მენ­ტშიც კი ვერა და ვერ წარ­მო­უდ­გე­ნია. ეს არის ქალი, რო­მელ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა მა­მა­კა­ცის­გან. შე­სა­ბა­მი­სად მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას ახ­ლავს თან მის­თვის ხში­რად დამ­ღლე­ლი, მი­უ­ღე­ბე­ლი და გა­უ­გე­ბა­რიც კია. შე­სა­ბა­მი­სად, არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ, თუ იგი წინ­დებს სამ თვე­ში ერთხელ გა­გი­რე­ცხავთ, სა­დილს კი დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე მო­გიმ­ზა­დებთ ისიც იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თა­ვა­დაა კრე­ა­ტი­ულ ხა­სი­ათ­ზე და სამ­ზა­რე­უ­ლო ამ კუ­თხით აინ­ტე­რე­სებს. თუ მა­ინც და­ა­ძა­ლებთ ცო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას, ჩხუბს და აყალ­მა­ყალს არა­სო­დეს გა­გი­მარ­თავთ. მშვი­დად ჩა­გი­ლა­გებთ ნივ­თებს და სა­მო­მავ­ლოდ მე­გობ­რო­ბას გულ­წრფე­ლად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    139 ნახვა
    15-06-2021, 01:06