GOGA.TV
იდეალური ასტროლოგიური წყვილის ფორმულა არსებობს!
  • იდეალური ასტროლოგიური წყვილის ფორმულა არსებობს!

    ცე­ცხლი, მიწა, ჰა­ე­რი და წყა­ლი. თუმ­ცა, და­ბა­დე­ბის რუ­კის მი­ხედ­ვით, ერთ ადა­მი­ან­ში შე­საძ­ლოა თავ­მოყ­რი­ლი იყოს ოთხი­ვე სტი­ქი­ის თვი­სე­ბე­ბი ან მხო­ლოდ წყა­ლი-ცე­ცხლი, მიწა-ჰა­ე­რი, ან წყა­ლი-მიწა კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა ის, რომ მხო­ლოდ ზო­გა­დი ფორ­მუ­ლა არ­სე­ბობს ორი ადა­მი­ა­ნის თავ­სე­ბა­დო­ბის გა­მო­სათ­ვლე­ლად ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუკი ჩვენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად არ ვა­კე­თებთ წყვი­ლის სი­ნას­ტრი­ულ ( ზუს­ტი თავ­სე­ბა­დო­ბის) ჰო­როს­კოპს.

    ზო­გა­დი მსჯე­ლო­ბით კი ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტად ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის მხრივ წყვი­ლებ­ში მათი ერთი და იმა­ვე სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა მი­იჩ­ნე­ვა. მაგ., ცე­ცხლი (ლომი) ასე­ვე ცე­ცხლს (ვერ­ძი) უგებს კარ­გად, წყა­ლი (კირჩხი­ბი) ასე­ვე წყალს (მო­რი­ე­ლი) და ა.შ.

    მე გა­დავ­წყვი­ტე სტი­ქი­ე­ბის მი­ხედ­ვით ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო მოკ­ლე რე­ვიუ წყვი­ლე­ბის თავ­სე­ბა­დო­ბა­ზე მათი მმარ­თვე­ლი სტი­ქი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

    პირ­ველ ეტაპ­ზე "ცე­ცხლე­ბის" ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ვი­ხი­ლოთ...

    ცე­ცხლის სტი­ქია ზო­დი­ა­ქოს სამი ნიშ­ნის­გან შედ­გე­ბა. ესე­ნია: ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი.

    ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ხა­სი­ა­თე­ბის მსგავ­სე­ბას­თან ერ­თად, ტემ­პე­რა­მენ­ტის მხრი­ვაც დიდი იდენ­ტუ­რო­ბაა. გარ­და ამი­სა, ცე­ცხლე­ბი ერ­თნა­ი­რად ენერ­გი­უ­ლე­ბი, ოპ­ტი­მის­ტე­ბი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ შო­რის გარ­და კარ­გი სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბი­სა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი მენ­ტა­ლურ-ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რიც მყარ­დე­ბა.

    ვერ­ძი და ლომი სიმ­ბო­ლუ­რად თავი და გუ­ლია (ანა­ტო­მი­უ­რად ზო­დი­ა­ქოს ეს ნიშ­ნე­ბი ზუს­ტად ამ ორ­გა­ნო­ებს შე­ე­სა­ბა­მე­ბი­ან), ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ­გვარ წყვი­ლებს იდე­ა­ლუ­რად ან იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულს ეძა­ხი­ან. ვერ­ძი ლომს სა­კუ­თა­რი სი­ა­ლა­ლით ხიბ­ლავს, ლომი კი ვერ­ძის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მრჩე­ვე­ლი და წი­ნამ­ძღო­ლია. მათ შო­რის ხში­რია ხმა­უ­რი­ა­ნი გარ­ჩე­ვე­ბი, მაგ­რამ ეს ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბას კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს. ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მშობ­ლე­ბი არი­ან და ბავ­შვებს ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დე­ბელ, ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბე­ბად ზრდი­ან.

    ვერ­ძი და მშვილ­დო­სა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი–მოს­წავ­ლის ტი­პუ­რი მა­გა­ლი­თია. ვერ­ძის ენერ­გი­უ­ლი ხა­სი­ა­თი კარ­გად უბამს მხარს მშვილ­დოს­ნის და­უ­ო­კე­ბელ სწრაფ­ვას წინსვლის­კენ. მათ შო­რის კარ­გი სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბაა, რაც კი­დევ უფრო აძ­ლი­ე­რებს კავ­შირს. თუმ­ცა პე­რი­ო­დუ­ლად კონ­ფლიქ­ტი­ცაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ძი­რი­თა­დად ვერ­ძის ბრმა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის და მშვილ­დოს­ნის თავ­ქა­რი­ა­ნო­ბის გამო. თუმ­ცა­ღა სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვერ­ძი-მშვილ­დოს­ნის წყვი­ლი მა­ინც ხან­გრძლი­ვი პერ­სპექ­ტი­ვის ალ­ბა­თო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

    რაც შე­ე­ხე­ბა წყვილს მშვილ­დო­სა­ნი–ლომი გა­ცი­ლე­ბით უფრო ჰარ­მო­ნი­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს იგი, ვიდ­რე ვერ­ძი­სა და მშვილ­დოს­ნის ტან­დე­მი. ლო­მის ამა­ყი ხა­სი­ა­თი და სა­კუ­თა­რი თა­ვის ფლო­ბის უნა­რი, მშვილ­დო­სანს აი­ძუ­ლებს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უფრო წინ­და­ხე­დუ­ლი იყოს, იმი­ტომ რომ ლომი ვერ­ძის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას "პა­ტარ-პა­ტა­რა ცელ­ქო­ბებს" ნაკ­ლე­ბად აპა­ტი­ებს. მაგ­რამ თა­ვის მხრივ, ლომ­საც მო­ე­თხო­ვე­ბა ზედ­მე­ტი სი­ა­მა­ყით არ შე­უ­რა­ცხყოს მას­ზე არა­ნაკ­ლებ ამა­ყი და იდე­ა­ლის­ტი მშვილ­დო­სა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლა თა­ვის დარდს მხი­ა­რუ­ლი ღი­მი­ლის უკან მა­ლავს. თუმ­ცა, მა­საც გა­აჩ­ნია თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის გრძნო­ბა. ამი­ტომ კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის ისიც არა­ნაკ­ლე­ბად გა­ჯი­უტ­დეს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    143 ნახვა
    17-06-2021, 00:58