GOGA.TV
"თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები"
  • "თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები"

    "თითქმის დაუჯერებელია, რომ საქართველო ერთხელაც არ იყო ნახსენები არც პუტინის და არც ბაიდენის პრესკონფერენციაზე" - ასე ეხმაურება ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია The Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი ბაიდენი-პუტინის შეხვედრას.

    ლუკ კოფი წერს, რომ "დასავლეთში საქართველოს მეგობრებმა უფრო მეტი უნდა იმუშაონ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნებაზე."

    ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ დისკუსიას ისურვებდა ამერიკელი სენატორი რობ პორტმენიც. სენატორმა დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრისას უკრაინის საკითხის წამოჭრა, თუმცა აღნიშნა, რომ სიტყვები საკმარისი არაა და ბაიდენის ადმინისტრაციამ მტკიცე რიტორიკა მტკიცე მოქმედებებს უნდა შეუსაბამოს.

    "საჭიროა უკრაინა და საქართველო ნატოში შევიყვანოთ", - წერს ამერიკელი სენატორი Twitter-ზე.
    157 ნახვა
    17-06-2021, 02:24