3
პრემიერის მოხსენების თარიღი ცნობილია

პრემიერის მოხსენების თარიღი ცნობილია

ცნობილი ხდება თარიღი, როცა პრემიერი პარლამენტში ანგარიშით წარსდგება. ირაკლი ღარიბაშვილს საკანონმდებლო ორგანოში 25 ივნისს ელოდებიან. პრემიერის მოსმენა საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს იგეგმება.

პრემიერი დეპუტატებს მთავრობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს მისი ახლიდან გაპრემიერების შემდგომ პირველად წარუდგენს.

საკმაოდ ვრცელი ანგარიში მოიცავს ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც მთავრობა ატარებს.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ოთხ საკვანძო მიმართულებაზე. კერძოდ, საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოებაზე, კონფლიქტის მოგვარებასა და ადამიანის უფლებებზე.
273 ნახვა
17-06-2021, 02:26