GOGA.TV
  • ხეობის მცველებს დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა ექნებათ

    ბარიკადების მოხსნის შემდეგ ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის უფლება პოლიციამ არ მისცა, რაც გარკვეული საფრთხით ახსნეს.

    რიონის ხეობის მცველებს დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა ექნებათ, სადაც დაიგეგმება, რა ფორმით მოხდება ხეობაში დაბრუნება. აქტივისტები ნამოხვანში ძველ ლოკაციაზე კარვების გაშლას და პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

    "მართალია ბარიკადი აღებულია და რაღაც ნაბიჯი გადადგმულია ამ მიმართულებით, თუმცა რა პირობაც იყო, რომ ბარიკადის აღების შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო გადაადგილება ჩვენთვის, ეს არ იქნება დღეის მდგომარეობით მიღწეული. გვექნება ზუმ-შეხვედრა და ამ საკითხებს გავივლით იქ. თუ ეს ყველაფერი არ მოგვარდა და პირობები არ შესრულდა, ნაბიჯი წინ ვერ გადაიდგმება," - განაცხადა მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა.
    159 ნახვა
    18-06-2021, 02:56