GOGA.TV
21-27 ივნისის სილამაზის კალენდარი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია მედიტაცია
  • 21-27 ივნისის სილამაზის კალენდარი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია მედიტაცია

    კვირის მთავარი მოვლენაა მზებუდობა, რომელიც 21 ივნისს გველოდება და სავსემთვარეობა, 24-ში. გირჩევთ, მზებუდობაზე ადრე ადგეთ, მზის ამოსვლას შეხვდეთ, ჩაიფიქრეთ სურვილი, უმჯობესია, ჩამოწეროთ წითელი პასტით ყვითელ ფურცელზე, ამ დღეს ჩაიცვით ყვითელი, ფორთოხლისფერი სამოსი. იყავით პოზიტიურ განწყობაზე. ბედნიერების მისაზიდად ოქროს სამკაული ან თილისმა დამუხტეთ მზის ენერგიით, თუ ფულის მიზიდვა გინდათ, საფულე დადეთ რაფაზე, მზის სხივები, რომ დაადგეს. ამავე დღეს მზე გადავა კირჩხიბის ნიშანში. კირჩხიბებო, გილოცავთ! სავსემთვარეობაზე მომატებულია ემოციურობა, გაფრთხილდით, არავისთან იკამათოთ, ფრთხილად, მჭრელ და ბასრ საგნებთან, საჭესთან.
    კარგი ამბავი ისაა, რომ 23 ივნისს მერკური, ჩვენი გონების მმართველი პლანეტა სვლას გაასწორებს და პირდაპირი მიმართულებით წავა.

    21 ივნისი, მთვარე მორიელშია. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.

    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    22 ივნისი, 14:55-ზე მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ზურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.

    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    24 ივნისი, 17:05 საათზე მთვარე თხის რქაში გადავა. მკაცრი და ასკეტური მთვარე. მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.

    კარგია - პედიკიური, პილინგი

    ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    26 ივნისი, 18:08-ზე მთვარე მერწყულში გადაბრძანდება. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    წყარო: marao.ge
    158 ნახვა
    21-06-2021, 00:38