GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

    თვის ბო­ლომ­დე სა­კუ­თარ თავ­ში ჩაღ­რმა­ვე­ბა, გან­მარ­ტო­ე­ბა და დას­ვე­ნე­ბა მო­გინ­დე­ბათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ დრომ­დე, სა­ნამ მზე თქვენს ნი­შან­ში გა­დაბ­რძან­დე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ნა ნი­ღა­ბი მო­ირ­გოთ, რათა სა­კუ­თა­რი პერ­სო­ნის გა­მო­ჩე­ნა არ გინ­დო­დეთ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რად, შე­იძ­ლე­ბა ონ­ლა­ი­ნაც კი გა­აქ­ტი­ურ­დეთ. მო­გინ­დე­ბათ თქვე­ნი ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა და შე­იძ­ლე­ბა ონ­ლა­ინ­ბიზ­ნეს­შიც კი მო­სინ­ჯოთ ძა­ლე­ბი. გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის, მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მოთ­ქმა. შე­საძ­ლოა გა­აქ­ტი­ურ­დნენ ფა­რუ­ლი მტრე­ბი, გა­ი­გოთ სა­კუ­თარ თავ­ზე ჭო­რე­ბი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    ივ­ლის­ში მო­გინ­დე­ბათ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლად და მდიდ­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ძი­ნოთ ბრენ­დუ­ლი სა­მო­სი, აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. შე­იც­ვა­ლოთ იმი­ჯი. მო­გინ­დე­ბათ, პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ტო­ხე­ლე­ბი იქ­ნე­ბით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, რომ და­წყვილ­დეთ. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და არც სა­წი­ნა­აღ­დე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა ლა­ღად გა­მო­ხა­ტეთ გრძნო­ბე­ბი; იყა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლი, თბი­ლი და ტკბი­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    აქ­ტი­უ­რო­ბა და ენერ­გი­უ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს. მე­ტად გა­მო­ავ­ლენთ ლი­დე­რის თვი­სე­ბებს. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან მო­შურ­ნე­ე­ბი. მაგ­რამ ეცა­დეთ, სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად და­ა­ფიქ­სი­როთ. არ გირ­ჩევთ ემო­ცი­ებს აყო­ლას. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, მეტი იმოძ­რა­ვეთ ფე­ხით, სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

    10 ივ­ლი­სის შემ­დეგ და­ი­სა­ხეთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი, მაგ­რამ ნუ იჩ­ქა­რებთ მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. შე­იძ­ლე­ბა გახ­შირ­დეს კონ­ტაქ­ტი და­ხუ­რულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­მუ­შა­ვე პი­რებ­თან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ცოტა ხნით გან­მარ­ტოვ­დე­ბით, მშვიდ გა­რე­მო­ში მო­ი­წეს­რი­გებთ ში­ნა­გან სამ­ყა­როს. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გამ­ჟღავ­ნდეს თქვე­ნი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი.

    24 ივ­ლი­სის შემ­დეგ გა­ერ­კვი­ეთ ურ­თი­ერ­თო­ბა პი­რად და საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. ერ­თგუ­ლე­ბის მი­მართ მე­გობ­რუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი უნდა გახ­დეთ. ზო­გი­ერ­თთან შე­იძ­ლე­ბა და­შო­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ, ზოგ­მა კი რთულ მო­მენ­ტში გა­გი­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    136 ნახვა
    22-06-2021, 01:42