GOGA.TV
პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა გრძელდება
  • პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენა გრძელდება

    პარლამენტის რიგგარეშე სხდომა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ანგარიშით გაიხსნება. სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც დაესწრებიან. რეგლამენტით გათვალისწინებულია სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფებისა და უმრავლესობის ფორმატში.

    უმრავლესობაში სესიაზე ოპოზიციის მხრიდან კვლავ არაჯანსაღ დებატებს ელიან.

    "პარასკევს დავინახე, რომ ჩვენ, პრაქტიკულად, ოპოზიცია არ გვყავს. ეს არის გუნდი, რომელიც გააფთრებით ებრძვის ყველაფერს, რათა გადაფაროს ინფორმაცია მომავალი გეგმების შესახებ. რეალობა ის არის, რომ დღევანდელი განხილვები იქნება დესტრუქციულ რეზიუმში გადაყვანის მცდელობების და ამ კონკრეტული თემების გაშლის დაპირისპირება,"- აცხადებს მმართველი გუნდის წევრი გია ვოლსკი.

    ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ მთავრობის წარმომადგენლებს კონკრეტული პასუხები მოსთხოვონ - როგორც თავად ამბობენ, იმ კრიზისული მდგომარეობის გამო, რომელშიც დღეს ქვეყანა იმყოფება.

    "არაფერ ორიგინალურს პრემიერ-მინისტრისგან არ ველით - ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში და წარმოადგენს ბანალურ პოლიტიკურ კურსს. არცერთ კითხვაზე არ ჰქონდა პასუხი, არ გააჩნია ქვეყნის განვითარების ხედვა. შესაბამისად, ეს პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება ვერანაირი გამონაკლისი, ის განასახიერებს იმ უსახო და უშინაარსო პოლიტიკას, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს ამდენი წელია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორშაბათამდე რაიმე გადაუტრიალდეთ თავში და რაიმე იდეა დაიბადოს იქ,"- აცხადებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია.
    154 ნახვა
    28-06-2021, 01:46