GOGA.TV
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
  • თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

    თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.

    შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
    96 ნახვა
    28-06-2021, 01:50