GOGA.TV
28 ივნისის 4 ივლისის სილამაზის კალენდარი - კარგი პერიოდია დიეტისთვის და კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვის
  • 28 ივნისის 4 ივლისის სილამაზის კალენდარი - კარგი პერიოდია დიეტისთვის და კოსმეტოლოგთან ვიზიტისთვის

    კლებადი მთვარის პერიოდი გვაქვს. კარგი დროა დიეტის დასაცავად ზედმეტის მოცილება. სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა მეფურ ლომშია. იყავით ლამაზები, მიმზიდველები. ხშირად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, წვეულებებს. კარგია რომანტიკული თავგადასავალი, ნაცნობობა და ფლირტი.

    28 ივნისი, 18:50-მდე მთვარე მერწყულშია, მერე გადავა თევზებში.

    მთვარე მერწყულში - მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს. ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი. იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.

    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული
    კოსმეტოლოგია.

    მთვარე თევზებში - მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.

    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    პირველი ივლისი, 02:12-ზე მთვარე ვერძს ესტუმრება. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.

    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    3 ივლისი, 13:28-ზე მთვარე გადავა კუროში. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.

    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    წყარო: marao.ge
    91 ნახვა
    28-06-2021, 02:23