GOGA.TV
გაქვთ თუ არა სხვების დარწმუნების ნიჭი - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
  • გაქვთ თუ არა სხვების დარწმუნების ნიჭი - ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

    ამ­ქვეყ­ნად სხვე­ბის დარ­წმუ­ნე­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის ნიჭი. რო­გორც ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლი ფი­ლიპ ზიმ­ბარ­დო გან­მარ­ტავს - "სხვებ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბა, არ ნიშ­ნავს ფუ­ლის, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის ან სხვა პრე­რო­გა­ტი­ვე­ბის ფლო­ბას. ეს მარ­ტო­ო­დენ ძლი­ე­რი თვითრწმე­ნი­სა და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის შე­დე­გია".

    ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბობს სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი, რო­მე­ლიც სხვე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის ნი­ჭი­თაა და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი და­ბა­დე­ბი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მათ რო­გორც წესი, არც არა­სო­დეს უჭირთ სო­ცი­უ­მის სა­თა­ვი­სოდ გან­წყო­ბა.

    ლომი - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ლი­დე­რო­ბის­თვის იბა­დე­ბი­ან. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ბავ­შვო­ბის ასა­კი­დან სჯე­რა სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რო­ბის, შე­სა­ბა­მი­სად, კარ­გად ახერ­ხებს სხვე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბა­ში. ლო­მე­ბი ნი­ჭი­ე­რი, დიდსუ­ლო­ვა­ნი და ამა­ყი ხალ­ხია. მათ­თვის სა­კუ­თა­რი იმი­ჯი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მუდ­მე­ბუ­ლი ზრუნ­ვი­სა და ფიქ­რის სა­გა­ნია. ისი­ნი ხში­რად თა­ვი­ანთ პი­რად გრძნო­ბებ­საც კი დე­ბენ სას­წორ­ზე, თუ საქ­მე სა­ზო­გა­დო იმი­ჯის შე­ლახ­ვის რისკს შე­ე­ხე­ბა. ლო­მებს უყ­ვართ სხვე­ბის­თვის ჭკუ­ის სწავ­ლე­ბა, ამი­ტომ ხში­რად ირ­ჩე­ვენ ფსი­ქო­ლო­გის და პო­ლი­ტი­კო­სის პრო­ფე­სი­ას.

    მო­რი­ე­ლი - ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ნი­შა­ნია, ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნებს შო­რის. მო­რი­ელს კარ­გი ინ­ტუ­ი­ცი­ის გარ­და, კოს­მოს­მა სიფრ­თხი­ლე, წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა, კარ­გი ადაპ­ტა­ცი­ის ნიჭი და გამ­ჭრი­ა­ხო­ბაც უბო­ძა. ამას­თან ერ­თად, ამ ხალ­ხს იშ­ვი­ა­თად ეშ­ლე­ბა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცნო­ბა და ყო­ველ­თვის უშეც­დო­მოდ გრძნო­ბენ, ვის­გან რას უნდა ელო­დონ. მო­რი­ე­ლი კუ­ლი­სებ­სმიღ­მა მო­თა­მა­შეა, იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ფლობს "ცივი ომის" ხე­ლოვ­ნე­ბას, ამი­ტომ საკ­მა­ოდ კარ­გად ახერ­ხებს სხვე­ბი შე­უმ­ჩნევ­ლად მარ­თოს.

    მერ­წყუ­ლი - ალ­ტრუ­ის­ტი, ჰუ­მა­ნუ­რი და კაც­თმოყ­ვა­რე ნი­შა­ნია. მას აქვს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნიჭი - შე­უძ­ლია და­ი­ნა­ხოს მო­მა­ვა­ლი. ამი­ტომ იგი ხში­რად უშეც­დო­მოდ ხვდე­ბა სხვე­ბის საქ­ცი­ე­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მო­ტი­ვებს. თუმ­ცა იშ­ვი­ა­თა­დაა მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი ვინ­მეს მი­მართ. მერ­წყულს აქვს უნა­რი, ნე­ბის­მი­ერ­თან და­ი­ჭი­როს თავი ისე, რო­გორც თა­ნას­წორ­თან. ამი­ტომ იგი ფსი­ქო­ლო­გი­ურ უნა­რებ­თან ერ­თად, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე ძა­ლა­უფ­ლე­ბას ზუს­ტად ამ ჰუ­მა­ნუ­რი და ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით იძენს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    114 ნახვა
    29-06-2021, 03:23