GOGA.TV
გაძლებთ თუ არა ემიგრაციაში -ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს
  • გაძლებთ თუ არა ემიგრაციაში -ამას თქვენი ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს

    და საკ­მა­ოდ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ემ­ზა­დე­ბა ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად, ძი­რი­თა­დად იძუ­ლე­ბის წე­სით და ნაკ­ლე­ბად სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, გა­დავ­წყვი­ტე შე­მოგ­თა­ვა­ზოთ სტა­ტია იმის შე­სა­ხებ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა უფრო მარ­ტი­ვი უცხო მი­წა­ზე გაძ­ლე­ბა და რო­მე­ლი ნიშ­ნე­ბი გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან ე.წ. "პატ­რი­ოტ­თა" კა­ტე­გო­რი­ას.

    რო­გორც ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, არ­სე­ბო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თაც ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებთ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის, კე­რის და სა­ნა­თე­სა­ოს მი­მართ. ასე­თი ხალ­ხი, მარ­ტი­ვად ადაპ­ტი­რებს ახალ გა­რე­მო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თის ემიგ­რა­ცია თუნ­დაც ხან­გრძლი­ვი ვა­დით არ არის ძნე­ლად გა­და­სა­ტა­ნი მოვ­ლე­ნა. ასეთ ნიშ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან მშვილ­დოს­ნე­ბი, ტყუ­პი, მერ­წყუ­ლე­ბი, ვერ­ძე­ბი, მო­რი­ე­ლე­ბი.

    მშვილ­დოს­ნებს ზო­გა­დად აუხ­სნე­ლი ლტოლ­ვა გა­აჩ­ნი­ათ ხე­ტი­ა­ლი­სა და მოგ­ზა­უ­რო­ბის მი­მართ. ამი­ტომ ამ ადა­მი­ა­ნებს მუდ­მი­ვად აქვთ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა წა­ვიდ­ნენ შორს, გა­ეც­ნონ უცხო კულ­ტუ­რის ხალ­ხს, აღ­მო­ა­ჩი­ნონ ახა­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი.

    ტყუ­პიც და მერ­წყუ­ლიც ზო­გა­დად სი­ახ­ლე­ე­ბის მოყ­ვა­რულ ნიშ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ამი­ტომ ამ ხალ­ხს მარ­ტი­ვად შე­უძ­ლია ადაპ­ტა­ცია უცხო გა­რე­მო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ემიგ­რა­ცი­ას ისი­ნი უფრო მარ­ტი­ვად იტა­ნენ.

    რაც შე­ე­ხე­ბა ვერძს, ვერ­ძის­თვის ზო­გა­დად მა­ღა­ლი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და გამ­ძლე­ო­ბაა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ამი­ტომ ეს ხალ­ხი უცხო ქვე­ყა­ნა­შიც კარ­გად ახერ­ხებს თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას. მის­თვის სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლია სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი .

    და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვეს თქმა შე­იძ­ლე­ბა მო­რი­ელ­ზეც, თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ხში­რად ვხვდე­ბით ხალ­ხს, ვი­საც გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე უწევს მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა, არა­ნაკ­ლებ ხში­რია არა­ლე­გა­ლუ­რი მომ­სვლე­ბი უცხო­ეთ­თან მო­რი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

    ემიგ­რა­ცი­ა­ში რთუ­ლად ძლე­ბენ - კირჩხი­ბე­ბი, სას­წო­რე­ბი, კუ­რო­ე­ბი, თხის რქე­ბი და ქალ­წუ­ლე­ბი.

    კირჩხი­ბებს ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირთ სა­კუ­თარ ფეს­ვებ­თან გა­მო­თხო­ვე­ბა , ამი­ტომ ემიგ­რა­ცია კირჩხი­ბის ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლის­თვის მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­შია გა­მარ­თლე­ბუ­ლი თუკი იგი სა­ზღვარ­გა­რეთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გეგ­მავს გამ­გზავ­რე­ბას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კირჩხიბს უცხო მი­წა­ზე არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ურ­თულ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ემარ­თე­ბა მწვა­ვე დეპ­რე­სია, რისი მი­ზე­ზიც ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ბის­გან შორს ყოფ­ნა ძი­რი­თა­დად.

    არა­ნაკ­ლებ მძი­მედ იტანს ემიგ­რა­ცი­ას კურო და ქალ­წუ­ლი. კუ­რო­ე­ბი ზო­გა­დად, რთუ­ლად ეგუ­ე­ბი­ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის ხშირ ცვლას და გა­და­ად­გი­ლე­ბას. ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შით და­ბა­დე­ბუ­ლებს ახა­სი­ა­თებთ შეჩ­ვე­ულ ად­გილ­თან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კუ­როს­თვის რთუ­ლია ახალ გა­რე­მო­ში სწრა­ფად ადაპ­ტა­ცია, თუმ­ცა ასე თუ ისე იგი მა­ინც ახერ­ხებს სა­ბო­ლო­ოდ თა­ვის ხელ­ში აყ­ვა­ნას. ქალ­წუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი მიჩ­ვე­ვის მო­მენ­ტია, ამი­ტომ პირ­ვე­ლა­დი შე­გუ­ე­ბის მო­მენტს თუ უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გა­და­ი­ტანს, შე­საძ­ლოა კომ­ფორ­ტულ პი­რო­ბებ­ში ქალ­წულ­მა კარ­გად გაძ­ლოს ემიგ­რა­ცი­ა­ში.

    სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი ემიგ­რა­ცი­ას რთუ­ლად იტანს ძი­რი­თა­დად იმ მი­ზე­ზით, რომ მას გა­მუდ­მე­ბით ესა­ჭი­რო­ე­ბა "გა­მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი " და პარტნი­ო­რი. სხვა საქ­მეა თუკი სას­წო­რი ქვე­ყა­ნას ქორ­წი­ნე­ბის შემ­დგომ ტო­ვებს უცხო­ელ პარტნი­ორ­თან ერ­თად, ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში სას­წო­რის­თვის მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა ახალ გა­რე­მოს­თან შე­გუ­ე­ბა.

    თხის რქა­საც უჭირს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­გან შორს ცხოვ­რე­ბა. თხის რქე­ბი სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის, ტრა­დი­ცი­ე­ბის და ადათ-წე­სე­ბის დიდი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი არი­ან, ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნი­შანს უძ­ნელ­დე­ბა ალღო მარ­ტი­ვად აუ­ღოს სხვა ქვეყ­ნის მენ­ტა­ლი­ტეტს და ადათ-წე­სებს. თუმ­ცა თხის რქა ზო­დი­ა­ქოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გამ­ძლე ნი­შა­ნია. ამი­ტომ იგი ასე თუ ისე, მა­ინც ახერ­ხებს ნე­ბის­ყო­ფის სიმ­ტკი­ცის ხარ­ჯზე ემიგ­რა­ცი­ა­ში გაძ­ლე­ბას.

    ნე­იტ­რა­ლუ­რად არი­ან გან­წყო­ბი­ლი ემიგ­რა­ცი­ის სა­კი­თხე­ბის მი­მართ ლო­მე­ბი დ თევ­ზე­ბი. ამას­თან ერ­თად ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ ეს ორი­ვე ნი­შა­ნი უცხო ქვე­ყა­ნა­ში რა­ი­მე ტი­პის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბის მი­ზე­ზით მი­ემ­გზავ­რე­ბა ან ზო­გა­დად სა­ზღვარ­გა­რეთ ეძ­ლე­ვა შან­სი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    132 ნახვა
    30-06-2021, 02:02