GOGA.TV
რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია - ვლადიმერ პუტინი
  • რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია - ვლადიმერ პუტინი

    ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მოსახლეობის კითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან კონფლიქტზეც ისაუბრა. პუტინიო უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის საჭიროებას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ რა აზრი უნდა ჰქონდეს ზელისკისთან შეხვედრას, მაშინ, როცა უკრაინის მართვა პრეზიდენტმა საგარეო ძალებს გადააბარა.

    ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის არამეგობრულ ქვეყნების სიაში არ შედის, რადგან რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, დასავლეთმა იცის, რომ მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში, ისინი კონფლიქტიდან გამარჯვებულები ვერ გამოვლენ.
    61 ნახვა
    30-06-2021, 10:14