GOGA.TV
ქვემო ქართლში TV პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ
  • ქვემო ქართლში TV პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაესხნენ

    ქვემო ქართლში TV პირველის ჟურნალისტს, ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორს, პაპუნა ხაჩიძეს თავს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბიძა გოჩა აფრასიძე დაესხა. მედიის წარმომადგენლებს, მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

    მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, ეს არის ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა.

    "რუსთავი 2" სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტს და ოპერატორს და გმობს ყველანაირ ძალადობასა და თავდასხმას მედიაზე.
    93 ნახვა
    30-06-2021, 10:23