GOGA.TV
ჯეიმს აპატურაი საქართველოშია
  • ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

    ჯეიმს აპატურაი საქართველოშია. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვიან ღამით ჩამოფრინდა.

    ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯეიმს აპატურაის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

    ამასთან, ჯეიმს აპატურაიმ შესაძლოა შეხვედრები გამართოს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. ეს აპატურაის ნატოს სპეციალური წარმომადგენლის რანგში ბოლო ვიზიტია საქართველოში. ის თბილისში სამი დღის განმავლობაში დარჩება.
    119 ნახვა
    30-06-2021, 10:28