GOGA.TV
როგორ უნდა აუხსნათ სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებს, თუ გსურთ რომ იმავე გრძნობით გიპასუხონ?
  • როგორ უნდა აუხსნათ სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებს, თუ გსურთ რომ იმავე გრძნობით გიპასუხონ?

    მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ქა­ლე­ბი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი ინ­დი­ვი­დე­ბი არი­ან - სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რე­ბი, კომ­პლი­მენ­ტე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი... ცო­ტაც ბავ­შვუ­რე­ბი. თუმ­ცა, როცა საქ­მე სიყ­ვა­რულს შე­ე­ხე­ბა, ყვე­ლა მათ­გან­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო სა­ი­მი­სოდ, რომ თქვენ­მა რჩე­ულ­მა მის­კენ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი სწო­რად გა­ი­გოს და რაც მთა­ვა­რია ჯე­როვ­ნად და­ა­ფა­სოს.

    ვერძს სიყ­ვა­რულ­ში აჯო­ბებს რა­ი­მე სა­ხის "რო­მან­ტი­კუ­ლი გმი­რო­ბის" თან­ხლე­ბით გა­მო­უ­ტყდით. ტრა­დი­ცი­უ­ლი - "მე შენ მიყ­ვარ­ხარ" სან­თლე­ბის შუქ­ზე მას თქვენ მი­მართ დიდ ინ­ტე­რესს არ გა­უღ­ვი­ვებს.

    კუ­როს სტა­ბი­ლუ­რი მა­მა­კა­ცე­ბი ხიბ­ლავს, ამი­ტომ თუ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ ხართ, რომ ეს ქალი თქვე­ნი ზრახ­ვე­ბის შე­სა­ხებ გუ­მა­ნით მა­ინც რა­მეს ეჭ­ვობს, არ გირ­ჩევთ ემო­ცი­ე­ბის სპონ­ტა­ნუ­რად გად­მოფრქვე­ვას. კუ­როს ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ძა­ლი­ან და­აფრ­თხობს.

    ტყუპს არ სჭირ­დე­ბა სი­ტყვე­ბი თქვე­ნი მის მი­მართ გრძნო­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად და მით უმე­ტეს ნუ მოს­თხოვთ მას იმა­ვეს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქა­ლებს ბუ­ნებ­რი­ვი, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი კავ­ში­რე­ბი მოს­წონთ. ნუ და­უ­წე­სებთ ჩარ­ჩო­ებს!

    კირჩხიბს სიყ­ვა­რულ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის თან­ხლე­ბით თუ არ გა­მო­უ­ტყდით (შე­საძ­ლოა მის შე­ძე­ნას ოდ­ნავ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გეგ­მავთ, ან თი­თის ზომა გაქვთ და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი) მან შე­საძ­ლოა იფიქ­როს, რომ მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ სექ­სის­თვის გე­სა­ჭი­რო­ე­ბათ. ცრემ­ლე­ბად და­იღ­ვრე­ბა და ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ მისი შე­მო­რი­გე­ბა.

    ლომს სიყ­ვა­რუ­ლი სე­რე­ნა­დი­სა და ძვირ­ფა­სი რეს­ტორ­ნის და ასე­თი­ვე ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლის გა­რე­შე თავ­მოყ­ვა­რე მა­მა­კაც­მა არ უნდა აუხ­სნას, განა იმი­ტომ რომ ეს ქალი მეშ­ჩა­ნია, არა, ჩემო ბა­ტო­ნო. უბ­რა­ლოდ დე­დო­ფალ­ზე რომ გაქვთ პრე­ტენ­ზია, თა­ვა­დაც ხომ მე­ფუ­რად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეთ.

    ქალ­წულს სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა, უაზ­რო რო­მან­ტი­კუ­ლი სი­ტყვე­ბის რახა-რუხი და ათას­გვა­რი სა­ხის სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი ძა­ლი­ან და­აფრ­თხობს. აჯო­ბებს მო­მა­ვა­ლი სახ­ლის დი­ზა­ი­ნი და რე­მონ­ტის სა­კი­თხე­ბი შე­უ­თან­ხმოთ, ამით უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნათ­ქვა­მი იქ­ნე­ბა.

    სას­წორ­თან თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლი­სა და კრე­ა­ტი­უ­ლი ნი­ჭის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი აღ­მერ­თე­ბენ სა­დილს სან­თლის შუქ­ზე, ვარ­დის ფურ­ცლე­ბით ავ­სე­ბულ აბა­ზა­ნას, ლა­მა­ზა შე­ფუ­თულ სა­ჩუქ­რებს... მოკ­ლედ, ჩვენ მი­ნიშ­ნე­ბა მო­გე­ცით, და­ნარ­ჩე­ნი თქვე­ნი ფან­ტა­ზი­ის­თვის მიგ­ვი­დია.

    მო­რი­ე­ლის მო­სა­ხიბ­ლად სა­სურ­ვე­ლია რა­ი­მე ტი­პის თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნოთ. შუ­ა­ღა­მი­სას "და­ლაშ­ქროთ" მისი აი­ვა­ნი, ან სუ­ლაც სა­ხი­ფა­თო ლაშ­ქრო­ბა­ში მი­იწ­ვი­ოთ და რო­მე­ლი­მე მთის მწვერ­ვალ­ზე გა­მო­უ­ტყდეთ სიყ­ვა­რულ­ში. მერ­წმუ­ნეთ გა­ა­მარ­თლებს.

    მშვილ­დო­სა­ნის და­სა­ტყვე­ვებ­ლად სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი მოგ­ზა­უ­რო­ბაა. და­პა­ტი­ჟეთ იგი რო­მან­ტი­კულ ვი­ქენ­დზე, მო­უ­წყეთ და­უ­ვი­წყა­რი დას­ვე­ნე­ბა და პა­რა­ლე­ლუ­რად სა­კუ­თარ გრძნო­ბებ­შიც გა­მო­უ­ტყდით. ოღონდ სა­სურ­ვე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის სას­წრა­ფო წე­სით და­კა­ნო­ნე­ბა არ და­ა­ძა­ლოთ, თო­რემ დიდი შან­სია მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან მარ­ტო­ო­დენ მისი მე­გობ­რის სტა­ტუ­სით დაბ­რუნ­დეთ.

    თხის რქას სიყ­ვა­რულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად, ყვე­ლა წე­სის დაც­ვით უნდა გა­მო­უ­ტყდეთ. ორ­მა­გად კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ამას, მისი თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გაც­ნო­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­თან ერ­თად გა­ა­კე­თებთ. ასე ფრთხილ თხის რქას მი­ზე­ზი აღარ ექ­ნე­ბა ეჭვი შე­ი­ტა­ნოს თქვე­ნი ზრახ­ვე­ბის კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში.

    მერ­წყულს სიყ­ვა­რულ­ში შე­გიძ­ლი­ათ ხუმ­რო­ბით, თა­მაშ-თა­მა­შით გა­მო­უ­ტყდეთ. ითა­მა­შეთ "სახ­ლო­ბა­ნა" ან "ცოლ-ქმრო­ბა­ნა" მე­გობ­რე­ბის წრე­ში, ამის შემ­დეგ კი შეს­თა­ვა­ზეთ ამ როლ­ში ცოტა უფრო ხან­გრძლი­ვი ვა­დით დარ­ჩეთ.

    თევ­ზი ქა­ლის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნა, მთე­ლი რი­ტუ­ა­ლია. ამი­ტომ კარ­გი მომ­ზა­დე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­მა­რა­გეთ ბევ­რი ერთჯე­რა­დი ცხვირ­სა­ხო­ცი ან თქვე­ნი სა­კუ­თა­რის გა­და­საგ­დე­ბად იყა­ვით მზად, იმი­ტომ რომ სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ტყდო­მის შემ­დეგ თევ­ზის მრა­ვალ­სა­ა­თი­ან ცრემ­ლისღვრას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ე­წი­რე­ბა იგი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    97 ნახვა
    1-07-2021, 00:18