GOGA.TV
სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე ქალთა მიმართ ძალადობასა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა
  • სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე ქალთა მიმართ ძალადობასა და გამოსავლის გზებზე ისაუბრა

    "წინააღმდეგი ვართ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის" - ამ გზავნილით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში საერთაშორისო ფორუმზე. სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობასა და გამოსავლის გზებზე.

    ქვეყნის პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა უფლებებზეც ისაუბრა და ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

    "დღეს მე აქ ვარ, როგორც მსოფლიოში არჩეული 9 ქალი პრეზიდენტის ერთადერთი წარმომადგენელი.

    მეტი ქალი პოლიტიკაში ნიშნავს მეტ ქალს პარლამენტში, მეტ ქალ კანონმდებლობის შექმნაში, რომელიც ჩვენ ყველას გვჭირდება.

    მეორე საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა, რომელიც უფრო აქტუალური და ძალიან მტკივნეული პრობლემაა ჩემი ქვეყნისთვის.

    ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უპირველესად ქალები არიან ყოველდღიური ოკუპაციის ძალადობის მსხვერპლნი, ისინი, ვინც ყველაზე მეტად ზარალდებიან.

    ამიტომ, ეუთოს თავმჯდომარესთან ერთად, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქალების კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვედი, რომლებიც ყველა იმ რეგიონიდან იქნებიან, სადაც ისინი გენდერზე დაფუძნებული ძალადობის ამ ძალიან პირდაპირ ფორმას განიცდიან," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
    50 ნახვა
    1-07-2021, 03:34