GOGA.TV
გააქტიურებული მეწყერი ლისი-მუხათწყაროს გზაზე
  • გააქტიურებული მეწყერი ლისი-მუხათწყაროს გზაზე

    როგორი იქნება ექსპერტების დასკვნა ახალ მეწყრულ ზონასთან დაკავშირებით. ლისი-მუხათწყაროს გზასთან ჩამოწოლილ მეწყერზე შეფასებას გეოლოგები და სხვა სპეციალისტები დღეს გაავრცელებენ.

    დასკვნის საფუძველზე შემუშავდება პრევენციული გეგმა. სპეციალისტების თქმით, მეწყერი აქტიურია, თუმცა დასახლებულ პუნქტებს საფრთხეს არ ემუქრება.

    მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის დავით ნოზაძისთქმით, სპეციალისტებმა გააქტიურებული მეწყრული პროცესების შესწავლა უკვე დაიწყეს.

    "დასკვნას ველოდები, რადგან უნდა მოხდეს მათი რეკომენდაციების მიხედვით შემდგომი სამუშაოების დაგეგმვა. პირველ რიგში მოსამზადებელი გვექნება პროექტი, ხოლო შემდეგ დაიწყება რეაბილიტაცია გზის.

    აქტიურია მეწყერი, მცირედი ცვლილებებია, სპეციალისტებმა შესწავლა უკვე დაიწყეს,"- აღნიშნა ნოზაძემ.
    58 ნახვა
    2-07-2021, 01:24