GOGA.TV
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

    ცოტა ხნით რუ­ტი­ნას უნდა მოს­წყდეთ და მეტი დრო გა­ა­ტა­როთ მე­გობ­რე­ბის, თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბის გვერ­დით. შე­იძ­ლე­ბა ახლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ. ზო­გი­ერთს მო­გინ­დე­ბათ გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, თა­მა­მი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ზო­გიც გა­და­წყვეტს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ან ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნას. შინ ჯდო­მა მო­სა­წყე­ნი მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ბავ­შვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მათ­თან ერ­თად გარ­თო­ბის შან­სი მო­გე­ცე­მათ.

    სწავ­ლა, ბიზ­ნე­სი, კონ­ტაქ­ტე­ბი
    მო­ი­მა­ტებს სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის სურ­ვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ი­წყოთ უცხო ენის შეს­წავ­ლა. ზო­გი­ერთს გა­გი­ტა­ცებთ თქვე­ნი ოჯა­ხის, ფეს­ვე­ბის ის­ტო­რია, შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სე­ნოთ წი­ნაპ­რე­ბი, მო­ი­ნა­ხუ­ლოთ მათი საფ­ლა­ვე­ბი. გა­გი­ტა­ცებთ ეზო­ტე­რი­კუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი. ზოგი კი გა­ა­ბამთ ფა­რულ მი­მო­წე­რას ან ფუ­ლის ფა­რუ­ლი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, რომ არ გათ­ქვათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი.

    ფული და სიყ­ვა­რუ­ლი
    თვის და­სა­წყის­ში სა­კუ­თარ თავ­ში იქ­ნე­ბით ჩაღ­რმა­ვე­ბუ­ლი. ფული შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბით, სხვე­ბის­თვის ფა­რუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი გა­გიჩ­ნდეთ. ზო­გი­ერ­თი კი ფა­რულ რო­მანს გა­ა­ჩა­ღებთ, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად რო­მან­ტი­კულ ად­გი­ლას გან­მარ­ტოვ­დე­ბით. მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის შუა აგ­ვის­ტო­დან რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი იზ­რდე­ბა. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და ემო­ცი­უ­რად უნდა მოძ­ლი­ერ­დეთ. დაძ­ლევთ ფა­რულ ში­შებს, რაც წინსვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ გაძ­ლევთ. ნუ და­არ­ღვევთ კა­ნონს. არ გირ­ჩევთ ფუ­ლის ფლან­გვას. კარ­გია მა­სა­ჟი, მე­დი­ტა­ცია, აღ­მო­სავ­ლუ­რი პრაქ­ტი­კე­ბი (იოგა, ცი­გუ­ნი).

    8 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ სო­ცი­ა­ლუ­რად გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, ჩა­ერ­თვე­ბით აქ­ცი­ებ­ში, გახ­შირ­დე­ბა მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მათ­თან ერ­თად ახა­ლი საქ­მეც კი წა­მო­ი­წყოთ. გა­ი­ჩენთ ახალ თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ან ჩა­ერ­თვე­ბით კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

    22 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ და­ფიქ­რდე­ბით, რა გაკ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბა­ში. და­ას­რუ­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით პრო­ექ­ტებს. მი­ი­ღებთ შე­დეგს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­გან. მო­ე­რი­დეთ აზარ­ტუ­ლო­ბას, მა­ქი­ნა­ცი­ებს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    117 ნახვა
    24-07-2021, 00:35