GOGA.TV
Pfizer-ის 500 000 დოზა საქართველოშია
  • Pfizer-ის 500 000 დოზა საქართველოშია

    Pfizer-ის 500 000 დოზა საქართველოშია - თვითმფრინავი სამედიცინო ტვირთით თბილისის აეროპორტში დაჯდა.

    კორონავირუსის საწინააღმდეგო ნახევარი მილიონი ვაქცინა საქართველოს აშშ-ს მთავრობისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადაეცა, რომელსაც აეროპორტში ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მის მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად დახვდა.

    საქართველოს მოქალაქეებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის Pfizer-ის პირველი დოზით აცრის მსურველების რეგისტრაციის გავლა უკვე დღეიდან შეეძლებათ.

    ცვლილებაა ასაკობრივ ჯგუფშიც - პრეპარატ Pfizer-ით აცრა უკვე 16 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.

    მათ, ვინც Pfizer-ის პირველი დოზით აიცრნენ, მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს 12:00 საათამდე უნდა გაიარონ.

    როგორც ჯანდაცვის უწყება ირწმუნება, სარეგისტრაციო საიტი - booking.moh.gov.ge/ გამართულად იმუშავებს და მოქალაქეებს კუთვნილი ვაქცინის მისაღებად შეფერხებები აღარ ექნებათ.

    Pfizer-ის გარდა მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში აცრა ჩინური ვაქცინებითაც შეუძლიათ, მათი რაოდენობა ქვეყანაში ამ დროისთვის მილიონნახევარია.
    108 ნახვა
    24-07-2021, 11:13