GOGA.TV
  • კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიადიდან

    კიდევ ერთი ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიადიდან - ლაშა შავდათუაშვილი ფინალში 3-გზის მსოფლიო ჩემპიონთან, იაპონელ შოჰეი ონოსთან დამარცხდა.

    შავდათუაშვილი პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელსაც ოლიმპიადაზე მედალი აქვს. ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში სამხრეთკორეელი ჩანგრი ანი დაამარცხა.
    144 ნახვა
    26-07-2021, 12:39