GOGA.TV
26 ივლისის-პირველი აგვისტოს სილამაზის კალენდარი - კარგ შედეგს მოგიტანთ დიეტა
  • 26 ივლისის-პირველი აგვისტოს სილამაზის კალენდარი - კარგ შედეგს მოგიტანთ დიეტა

    ამ კვირაში მთვარე კლებადია, დაიწყეთ დაწყებული საქმეების დასრულება, გამოუსადეგარი ნივთების მოცილება. კარგ შედეგს მოგიტანთ დიეტა. სილამაზის პროცედურებში უპირატესობა მიანიჭეთ მოცილებას (თმის, კბილებიდან ქვების და ა.შ.)

    26 ივლისი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება. აუზისა და აბანოს პროცედურები.

    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    28 ივლისი, 14:57-ზე მთვარე ვერძში გადაინაცვლებს. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით,
    მჭრელ საგნებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღაბის, თავის მასაჟის გაკეთება. სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.

    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.

    31 ივლისი, მთვარე კუროში იქნება კვირის ბოლომდე. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა, სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება. წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი. პარაფინის პროცედურები. თმის შეღებვა.

    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც, ხმამაღალი ლაპარაკით) პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    წყარო: marao.ge
    53 ნახვა
    27-07-2021, 10:22