GOGA.TV
მომდევნო 2 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით
  • მომდევნო 2 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, მთვარის კალენდრის მიხედვით

    სავსემთვარეობის პროგნოზი დაგეხმარებათ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ყურადღება მიაქციოთ კონკრეტულ საკითხებს, რათა მეტი მოგებით და ნაკლები უსიმოვნებით შეძლოთ საკუთარი საქმეების წარმართვა. პროგნოზს გაეცანით თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნის მიხედვით.

    ვერძი
    ბალანსი უნდა დაიცვათ პირად და ახლობლების ინტერესეს შორის. ნუ აჰყვებით ცდუნებას, რომ სხვა ადამიანები ხარჯზე გახვიდეთ ფონს. ნუ გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც სხვებს ავნებს და თქვენ მოგაგებინებთ. ნუ უგულებელყოფთ იმ ადამიანების, ჯგუფი, მეგობრების ინტერესებს, ვისთანაც თანამშრომლობთ, სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში, კოლექტივში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან და მასთან, ვისთანაც რომანტიკული ურთიერთობა გაკავშირებთ. ნუ ჩარევთ თქვენს კავშირში გარეშე პირებს.

    კურო
    ისე მოაგვარეთ საოჯახო და სამსახურის საქმეები, რომ არც ერთი სფერო არ დააზარალოთ. იყავით მოსიყვარულე მშობლებთან, ნათესავებთან. დაკვირვებით დაასრულეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. ჩამოყალიბდით სამსახურის საქმეებში, დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ნუ დაუგდებთ ყურს ჭორებს ახლობლებზე, კოლეგებზე. ყურადღებით იყავით სამსახურის საქმეებშიც. არავინ ჩაახედოთ თქვენს საქმეებში.

    ტყუპი
    ყურადღება და დაკვირვება გმართებთ თქვენი ფიქრებისა და აზრებისადმი. აკონტროლეთ, რას ამბობთ თავად და რა ესმით გარშემო მყოფებს. ნეგატიური ფიქრები პოზიტიურით შეცვალეთ. არც კი იფიქროთ უსიამოვნებაზე. გადაამოწმეთ ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, როცა მიიღებთ და სანამ გასცემთ. იყავით სამართლიანი გარშემო მყოფებთან, და-ძმებთან, მეზობლებთან. თუ სწავლობთ, დაკვირვება გამოიჩინეთ ახალი ცოდნისადმი; პატივისცემა - პროფესორებისადმი.

    კირჩხიბი
    მოაგვარეთ ფინანსური საკითხები, საქმიან პარტნიორთანაც და სასიყვარულოსთანაც. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში, არ გირჩევთ უსარგებლო ნივთებში ფულის გადაყრას. მეუღლესთან ერთად შეადგინეთ საოჯახო ბიუჯეტი. საყიდლებზეც კი სიით წადით, რომ ზედმეტი არაფერი შემოგეყიდოთ. დროულად გადაიხადეთ ყველა სესხი, გადასახადი, ხელფასი - დაქირავებული თანამშრომლებისთვის. არ დაუშვათ, რომ მესამე პირის ჩარევით ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეთ.

    ლომი
    დააბალანსეთ და შეძლებისდაგვარად გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. მართალია, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ ახლა სხვათა (ვისთანაც წლების მანძილზე თანამშრომლობთ. თუნდაც კონსულტანტებთან) ინტერესები და მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინოთ. ისწავლეთ სხვებთან თანამშრომლობა. და რაც მთავარია, ნუ ჩარევით თქვენს პირადი და საქმიანი პარტნიორების საქმეებში გარეშე პირებს.

    ქალწული
    დრო ისე გადაანაწილეთ, რომ არც ყოველდღიური საქმეები დაგრჩეთ მოუგვარებელი და ოცნებისთვისაც გამონახოთ დრო. პასუხისმგებლობა მოგემატებათ. შეიძლება პირად ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობაზე მოგიწიოთ ზრუნვამ. არ გათქვათ საკუთარი მიზნები. არ გირჩევთ, სამომავლო იდეების სხვებისთვის გამჟღავნებას. იყავით მეტად პრაქტიკული, მაგრამ ნურც ქველმოქმედებას დაივიწყებთ. იზრუნეთ, რომ ჯანსაღად იკვებოთ, გამოიძინოთ. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა.

    სასწორი
    ისე იმოქმედეთ, რომ არც კოლექტივის საქმეები დააზარალოთ თქვენი პირადის გამო და არც პირად ცხოვრებას შეუქმნათ საფრთხე საზოგადოებრივი აქტიურობით. მართალია, მუდამ სხვების გაბედნიერებაზე ხართ ორიენტირებული, მაგრამ ახლა არც საკუთარი თავი არ უნდა დაივიწყოთ. გაიხსენეთ თქვენი ინტერესებები, შემოქმედებითი იდეები, რომელთა განხორციელებაც გსურდათ. გაფრთხილდით, რომ სოციალურ ქსელებში არ გაავრცელოთ დეზინფორმაცია და არც სხვის ტყუილებს დაუჯეროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ბავშვებთან.

    მორიელი
    დააბალანსეთ კარიერული და საოჯახო საქმეები. მიიღებთ მონაწილეობა საოჯახო საქმეებში, დაეხმარეთ მშობლებს, ნათესავებს. მოაგვარეთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რემონტი, სახლის მშენებლობა. სამსახურში უნდა იყოთ დაკვირვებული და აქტიური. დიპლომატიურად მოაგვარეთ დაპირისპირება კოლეგებთან. გაფრთხილდით, რომ მათ თქვენზე უსიამოვნო ინფორმაციები არ გაავრცელონ.

    მშვილდოსანი
    იყავით ყურადღებით ახალი ინფორმაციებისადმი, რასაც იღებთ და გასცემთ, მოერიდეთ "გაფუჭებული ტელეფონის" სინდრომს. დაკვირვებით შეადგინეთ დოკუმენტები. ნუ გაუშინაურდებით ახალგაცნობილებს. ნუ გასცეთ ახალ იდეებს, პროექტებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახლობლებთან, ადამიანებთან, ვისაც ავტორიტეტებად მიიჩნევთ. თუ სწავლობთ, ნუ მოგერებათ, დასვით კითხვები, თუ რაღაც ვერ გაიგეთ. ზოგიერთმა შეიძლება საკუთარი თავი პედაგოგიკაში მოსინჯოს.

    თხის რქა
    დააბალანსეთ სიტუაცია თქვენსა და პარტნიორის ფულებს შორის. დააკვირდით, სად აპირებთ ფულის დაბანდებას, ღირს კი? რა შედეგს მიიღებთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, უმჯობესია, გადაინახოთ. არ დაუშვათ შეცდომები ფულის გადარიცხვებისას. თქვენ ისედაც ასკეტური ბრძანდებით, მაგრამ ზედმეტ თანხას უსარგებლო ნივთებში ნუ გადაიხდით. გადაამოწმეთ გადასახადები, სესხები, სამემკვიდრეო და საბანკო დოკუმენტები.

    მერწყული
    ისე უნდა იმოქმედოთ, რომ არც საკუთარი თავი დაიჩაგროთ და არც პარტნიორს (სასიყვარულო და საქმიანი) აგრძნობინოთ თავი დაჩაგრულად. უმჯობესია, ისე იმოქმედოთ, რომ ორივე კმაყოფილი დარჩეთ. არც ერთ შემთხვევაში არ ჩაახედოთ თქვენს საქმეში სხვა. თუ ვინმე თქვენს პარტნიორზე ჭორებს ავრცელებს ან ცუდ რამეს გეუბნებათ, პარტნიორთან გადაამოწმეთ, დიპლომატიურად. მარტოხელები ჩამოყალიბდით, როგორი პარტნიორი გჭირდებათ რომანისთვის ან ახალი საქმის დასაწყებად. დაკვირვება გმართებთ თუ კონსულტაციებს ატარებთ კლიენტებთან, ინფორმაციებთან.

    თევზები
    მხოლოდ ოცნებებით შორს ვერ გაფრინდებით, მოქმედების კონკრეტული სქემა უნდა ჩამოწეროთ. ჩამოყალიბდით, რა გსურთ და როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს. არ გირჩევთ საკუთარი იდეების სხვებისთვის გაზიარებას, სანამ შედეგს არ მიაღწევთ. აგრეთვე, ნუ უსმენთ "კეთილისმსურველებს", რომელსაც თქვენი დაბნევა სურთ. უსმინეთ შინაგან ხმას, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ნუ დაივიწყებთ იმ მარტივ პროცედურებს (ჯანსაღი კვება, ძილი), რაც ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ. კარგი იქნება ქველმოქმედებაც, მაგრამ უკანასკნელს ნუ გაიღებთ. მოერიდეთ კოლექტივში ჭორების გავრცელებას, მათზე აყოლას.

    წყარო: intermedia.ge
    161 ნახვა
    27-07-2021, 10:30