GOGA.TV
შესაფერისი დღეები დიეტის დასაწყებად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • შესაფერისი დღეები დიეტის დასაწყებად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სხე­უ­ლის კო­რექ­ცი­ის და ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბის სწრა­ფად მო­ცი­ლე­ბის სა­კი­თხი ძა­ლი­ან ბევ­რი ქა­ლის­თვის დგე­ბა დღის წეს­რიგ­ში. ცნო­ბი­ლი რუსი ას­ტრო­ლო­გი ვა­სი­ლი­სა ვო­ლო­დი­ნა ქა­ლებს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით კონ­კრე­ტულ კვი­რის დღე­ებ­ში ურ­ჩევს დი­ე­ტის და­წყე­ბას, სა­ი­მი­სოდ, რომ შე­დე­გი გა­ცი­ლე­ბით ეფექ­ტუ­რი და რაც მთა­ვა­რია, სწრა­ფად შე­სამ­ჩნე­ვი იყოს.

    ასე მა­გა­ლი­თად, თუ თქვენ ვერ­ძი ხართ , აჯო­ბებს დი­ე­ტა და­ი­წყოთ სამ­შა­ბათს. ეს დღე მარ­სის მმარ­თვე­ლო­ბი­საა. სა­სურ­ვე­ლია, დი­ე­ტას­თან ერ­თად, აქ­ტი­უ­რად ივარ­ჯი­შოთ მეტი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

    კუ­რომ დი­ე­ტა პა­რას­კევს უნდა და­ი­წყოს, ამ დღეს კუ­როს მმარ­თვე­ლი ვე­ნე­რა მარ­თავს და შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ნე­რას დღეს და­წყე­ბუ­ლი დი­ე­ტა კუ­როს­თვის საკ­მა­ოდ ჰარ­მო­ნი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

    ტყუპ­მა დი­ე­ტა ოთხშა­ბათს უნდა და­ი­წყოს. ეს მერ­კუ­რის დღეა, მერ­კუ­რი კი ტყუ­პის მმარ­თვე­ლია.

    კირჩხიბს დი­ე­ტის და­წყე­ბას ას­ტრო­ლო­გი ორ­შა­ბათს ურ­ჩევს. ამ დღის მმარ­თვე­ლი მთვა­რეა, ამი­ტომ ზუს­ტად ორ­შა­ბა­თო­ბით და­წყე­ბუ­ლი დი­ე­ტა იძ­ლე­ვა მის­თვის კარგ შე­დეგს.

    ლომ­მა დი­ე­ტა კვი­რას უნდა და­ი­წყოს. ეს სწო­რედ ის დღეა, რო­მელ­საც ლო­მის მმარ­თვე­ლი მზე მარ­თავს.

    ქალ­წუ­ლის­თვის კი კარ­გი დღე დი­ე­ტის ან გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი შიმ­ში­ლის და­სა­წყე­ბად ოთხშა­ბა­თია.

    სას­წორ­მა დი­ე­ტა, კუ­როს მსგავ­სად, ვე­ნე­რით მარ­თულ დღეს ანუ პა­რას­კე­ვო­ბით უნდა წა­მო­ი­წყოს.

    მო­რი­ე­ლის­თვის სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი დი­ე­ტის და­სა­წყე­ბად არის სამ­შა­ბა­თი. ამ დღეს მის­თვის საკ­მა­რი­სად მა­ღა­ლია მო­ტი­ვა­ცია და სა­სი­ცო­ცხლო პო­ტენ­ცი­ა­ლი აღე­ბუ­ლი სტარ­ტის ბო­ლომ­დე მი­საყ­ვა­ნად.

    მშვილ­დო­სანს ას­ტრო­ლო­გი დი­ე­ტის და­წყე­ბას ოთხშა­ბათს ურ­ჩევს. თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, დი­ე­ტა მკაც­რი და ძა­ლი­ან მწი­რი არ იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მშვილ­დო­სანს მისი დაც­ვა გა­უძ­ნელ­დე­ბა.

    თხის რქის­თვის კი დი­ე­ტის და­სა­წყე­ბად იდე­ა­ლუ­რი დღეა შა­ბა­თი, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნით იმარ­თე­ბა. სა­სურ­ვე­ლია, თხის რქამ დი­ე­ტა სრუ­ლი ერ­თდღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბით და­ი­წყოს.

    მერ­წყუ­ლის­თვის კი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი მსგავ­სად თხის რქი­სა შა­ბა­თია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ამ ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­საც თხის რქის მსგავ­სად თა­ნამ­მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნი ჰყავს.

    ხოლო თევ­ზებს ას­ტრო­ლო­გი დი­ე­ტის და­წყე­ბას ოთხშა­ბათ დღეს ურ­ჩევს, რო­მე­ლიც გა­ჯე­რე­ბუ­ლი უნდა იყოს ბევ­რი სას­მე­ლით და სამ­კურ­ნა­ლო ჩაით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    105 ნახვა
    28-07-2021, 00:31