GOGA.TV
  • ქართულ ოცნებას არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან - გიორგი ვაშაძე

    გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეაფასა. მან აღნიშნა რომ "სტრატეგია აღმაშენებელი" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, მმართველი პარტია დაუბრუნოს შარლ მიშელის დოკუმენტს და იმ ვალდებულების შესრულებას, რაც შეთანხმებაში წერია.

    "მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, პირადად მინდა მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის ელჩს: მეგობრებო, როდესაც ამ დოკუმენტზე ვაწერდით ხელს, მთავარი გარანტია, ამ დოკუმენტის შესრულების იყო თქვენი მონაწილეობა. რაღა თქმა უნდა, ჩვენ "ქართულ ოცნებას" არ ვენდობოდით, იმიტომ რომ ისინი ჩვეულებრივი თაღლითები არიან და დღესაც განაგრძობენ, მაგრამ თქვენი გარანტიების ქვეშ, ჩვენ მოვაწერეთ ხელი. ამიტომ, დადგა დრო, კონკრეტული აღსრულების მექანიზმები იყოს გამოყენებული "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს, როგორც საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით სექტემბერში უნდა იყოს მიღებული, ასევე, 43% -იანი რეფერენდუმი, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად უნდა გაიმართოს.

    დღეს" ქართულ ოცნებას" ძალიან ეშინია 43%-ის, რადგან ხედავს რომ დღითიდღე კარგავს მხარდაჭერას,"-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
    100 ნახვა
    28-07-2021, 11:09