GOGA.TV
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი - რამდენად სწორად გყავთ შერჩეული უახლოესი დაქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • მითხარი ვინ არის შენი მეგობარი - რამდენად სწორად გყავთ შერჩეული უახლოესი დაქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეც­ნო­ბი­ე­რით ირ­ჩე­ვენ მათი ზო­დი­ა­ქოს სტი­ქი­ის ან მო­ნა­თე­სა­ვე სტი­ქი­ის ადა­მი­ა­ნებს. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია - მსგავ­სი იზი­დავს მსგავსს, ამი­ტომ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი სა­სურ­ვე­ლია, რომ თქვენს ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­თან თავ­სე­ბად ნიშ­ნებ­ში იპოვ­ნოთ. ჩვენ კი გე­ტყვით, კონ­კრე­ტუ­ლად ვის­თან იპოვ­ნით სა­ერ­თო ენას და­ქა­ლო­ბა­ში.

    ვერძმა სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი მერ­წყუ­ლებს შო­რის უნდა ეძე­ბოს. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა მერ­წყუ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი და უნა­რი არა­სო­დეს მო­ა­ბეზ­როს თავი სხვას. მერ­წყულს ვერ­ძის ენერ­გი­უ­ლო­ბა და დი­ნა­მიზ­მი მო­ხიბ­ლავს. ამ ორს შე­უძ­ლია ერთი შე­ხედ­ვით უტო­პი­ურ გეგ­მებ­საც კი შე­ას­ხას ფრთე­ბი.

    კუ­როს შე­სა­ნიშ­ნავ მე­გობ­რო­ბას გა­უ­წევს თევ­ზე­ბი. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი და­ქა­ლი კუ­როს ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­როს აზი­ა­რებს, ასე­ვე ას­წავ­ლის ადა­მი­ა­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის რთულ ხვე­უ­ლებ­ში გარ­კვე­ვას. თა­ვის მხრივ, თევ­ზე­ბი კუ­როს სა­ხით შე­სა­ნიშ­ნავ და­საყ­რდენს და სტა­ბი­ლურ მო­კავ­ში­რეს შე­ი­ძენს, რომ­ლის იმე­დიც მას ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა.

    ტყუპ ქალს იდე­ა­ლურ მე­გობ­რო­ბას გა­უ­წევს ვერ­ძი. ვერ­ძის ენერ­გი­უ­ლო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა იმ­დე­ნად გა­დამ­დე­ბია, რომ ტყუ­პი ხში­რად თა­ვად დგამს პირ­ველ ნა­ბი­ჯებს მის გა­საც­ნო­ბად. სა­სურ­ვე­ლია, თუ ტყუ­პი ვერძს ლი­დე­რო­ბა­ში ნაკ­ლე­ბად შე­ე­ცი­ლე­ბა. სხვა მხრივ ამ ორს მო­წყე­ნი­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არც ერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ ემუქ­რე­ბა.

    კირჩხი­ბის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რო­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია კუ­როს. ამ ორს შო­რის სა­ერ­თო ძა­ლი­ან ბევ­რია. შე­საძ­ლოა ისი­ნი კუ­ლი­ნა­რი­ის სიყ­ვა­რულ­მა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს, ან ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნის გან­ხილ­ვით გა­ირ­თონ თავი. ორი­ვეს უყ­ვარს ფული და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა რა­ი­მე სა­ხის მომ­გე­ბი­ან ბიზ­ნეს­გეგ­მა­ზეც იმუ­შა­ონ ერ­თად. მათი მიზ­ნე­ბი ყო­ველ­თვის რე­ა­ლუ­რი და ას­რუ­ლე­ბა­დი იქ­ნე­ბა. კირჩხი­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ის და კუ­როს პრინ­ცი­პუ­ლო­ბის წყა­ლო­ბით.

    ლომი ქალი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­უ­გებს ჰა­ე­რო­ვან და მსუ­ბუქ ტყუპს. ამ ორს ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა სა­ჭო­რაო და სა­ხი­თხი­თო სა­ბა­ბი. ერ­თნა­ი­რად და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან მო­დის უახ­ლე­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბი­თა და ქა­ლა­ქის ცხელ-ცხელ ჭო­რებ­საც დიდი მონ­დო­მე­ბით გა­უ­ზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს. მა­მა­კა­ცებ­ზეც შე­სა­ნიშ­ნა­ვად "ინა­დი­რე­ბენ" დუ­ეტ­ში.

    ქალ­წუ­ლი იდე­ა­ლუ­რად იმე­გობ­რებს კირჩხიბ­თან. ორი­ვეს უყ­ვარს გან­მარ­ტო­ე­ბა, სიმ­ყუდ­რო­ვე, წეს­რი­გი და კომ­ფორ­ტი. მათ სა­ა­თო­ბით შე­უძ­ლი­ათ ჩაის სმა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე სა­უ­ბარ­ში გა­ა­ტა­რონ დრო. ერ­თა­დერ­თი პრობ­ლე­მა, რა­მაც შე­საძ­ლოა გა­უ­გებ­რო­ბა წარ­მოშ­ვას, ქალ­წუ­ლის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი კრი­ტი­კუ­ლო­ბაა, რაც შე­იძ­ლე­ბა ბუ­ნე­ბით წყე­ნია კი­ბოს გა­ბუტვის სა­ბა­ბი გახ­დეს.

    სას­წო­რი ქა­ლის­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გობ­რო­ბის გა­წე­ვა შე­უძ­ლია ლომს. ლომი ქალი, სას­წო­რის მსგავ­სად გიჟ­დე­ბა მო­და­ზე, ლა­მაზ აქ­სე­სუ­ა­რებ­სა და ჩაც­მა-და­ხურ­ვის თემა ამ ორის­თვის უც­ვლე­ლი სა­სა­უბ­რო იქ­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, სას­წორს გა­აჩ­ნია უნა­რი გა­მუდ­მე­ბით წა­ა­ხა­ლი­სოს ლომი ქა­ლის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა კომ­პლი­მენ­ტე­ბით, რაც ამ უკა­ნას­კნელს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა.

    მო­რი­ე­ლი ქალი სა­თა­ნა­დოდ და­ა­ფა­სებს თავ­და­ჭე­რი­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლის თვი­სე­ბებს მე­გობ­რო­ბა­ში. ქალ­წულს ერ­თგუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, რაც ასე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია მო­რი­ე­ლის­თვის ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამას­თან ერ­თად, მას ყო­ველ­თვის მო­ე­ძებ­ნე­ბა დრო მო­რი­ე­ლის პრობ­ლე­მე­ბის მო­სას­მე­ნად და გო­ნივ­რუ­ლი რჩე­ვე­ბით და­სახ­მა­რებ­ლად.

    მშვილ­დო­სა­ნი ძა­ლი­ან იხიბ­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ხა­ლი­სი­ა­ნი სას­წო­რით. სწო­რედ მას და არა­ვის სხვას შე­უძ­ლია, მშვილ­დოს­ნის უტაქ­ტო საქ­ცი­ე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ლა­მა­ზად "შე­ფუ­თოს" და იმი­ჯის შე­ლახ­ვას გა­და­არ­ჩი­ნოს იგი. გარ­და ამი­სა, სას­წო­რი გე­მოვ­ნე­ბი­სა და ჩაც­მა-და­ხურ­ვის სა­კი­თხშიც და­ეხ­მა­რე­ბა მშვილ­დო­სანს, რო­მე­ლიც ამ სფე­როს მა­ინ­ცდა­მა­ინც არ სწყა­ლობს.

    ქალ თხის რქას ძა­ლი­ან კარ­გად შე­ავ­სებს და და­ა­ბა­ლან­სებს ემო­ცი­უ­რი მო­რი­ე­ლი. მო­რი­ელ­თან თხის რქა თავს და­ცუ­ლად და მყა­რად იგ­რძნობს. ასე­თი მე­გო­ბა­რი მას არა­სო­დეს გა­ჭო­რავს ზურგს უკან. მო­რი­ე­ლე­ბი ბუ­ნე­ბით მაქ­სი­მა­ლის­ტე­ბი და მი­ზან­სწრა­ფუ­ლე­ბი არი­ან, რაც კარ­გად ეს­მის არა­ნაკ­ლე­ბი პრინ­ცი­პუ­ლო­ბით და­ჯილ­დო­ე­ბულ თხის რქას. ამ ორს ერ­თად შე­უძ­ლია მთე­ბი გა­და­ატ­რი­ა­ლოს.

    მერ­წყულს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა ქალ მშვილ­დო­სან­თან მე­გობ­რო­ბა. ამ ორის და­ქა­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სზე და­ი­წყოს. ისი­ნი ერ­თად გან­სა­კუთ­რე­ბით მხი­ა­რუ­ლად დროს მივ­ლი­ნე­ბი­სას ან მგზავ­რო­ბა­ში ატა­რე­ბენ. მშვილ­დო­სა­ნი და­ეხ­მა­რე­ბა მერ­წყულს სა­ჭი­რო ნაც­ნო­ბე­ბის შე­ძე­ნა­ში, მერ­წყუ­ლი კი მშვილ­დო­სანს დიპ­ლო­მა­ტი­ურ სვლებს ას­წავ­ლის სა­სურ­ვე­ლი მიზ­ნის ად­ვი­ლად მი­საღ­წე­ვად.

    თევ­ზებს ძა­ლი­ან ხიბ­ლავთ თხის რქას­თან მე­გობ­რო­ბა. თხის რქის რე­ა­ლის­ტუ­რი მიდ­გო­მა ცხოვ­რე­ბის მი­მართ, სწო­რედ ისაა, რაც ასე აკ­ლია მე­ოც­ნე­ბე და სა­თუთ თევზს. სა­მა­გი­ე­როდ, თხის რქა თევ­ზე­ბის სა­ხით მზრუნ­ველ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­გო­ბარს შე­ი­ძენს, რო­მე­ლიც დეპ­რე­სი­ის წუ­თებ­ში ყო­ველ­თვის მზად იქ­ნე­ბა მის მო­სას­მე­ნად და გა­სამ­ხნე­ვებ­ლად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    150 ნახვა
    30-07-2021, 00:34