GOGA.TV
ათენში ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუხდა
  • ათენში ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუხდა

    ათენში ათასობით ადამიანს სახლის დატოვება მოუხდა - "ევრონიუსის" ინფორმაციით, ხანძარმა დასახლებულ ტერიტორიამდე მიაღწია.

    საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყანაში, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა.

    ხანძრის გამო დედაქალაქის თავზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელია, შექმნილი მდგომარეობის გამო ათენის ჩრდილოეთით მდებარე დასახლებებიდან მოსახლოების ნაწილის ევაკუაცია გახდა საჭირო. ადგილობრივები სახლებს მანქანებით და მოტოციკლებით ტოვებენ.

    "ხანძარი მასშტაბურია და ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რომ ის კონტროლირებადი გახდეს. ამ ტერიტორიაზე ხშირი ტყეებია და სიცხის გამო ძალიან გამოშრა," - განაცხადა გუბერნატორმა პატოულისმა.

    ხანძარი საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც მძვინვარებს, სამხრეთ პელოპონესის რეგიონის სანაპირო ტერიტორიიდან ასევე საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია.

    გუშინ საბერძნეთის რამდენიმე რეგიონში ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, ათენში კი 42 გრადუსი იყო.
    184 ნახვა
    4-08-2021, 03:21