GOGA.TV
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ფლირტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია
  • 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებსაც ფლირტის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

    ვი­ნაც სიყ­ვა­რულ­სა და ჰარ­მო­ნი­ულ პარტნი­ო­რულ კავ­ში­რებს არ და­ე­ძებს. თუმ­ცა, ერ­თია პარტნი­ო­რის ძი­ე­ბა და მე­ო­რეა მუდ­მი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ავან­ტუ­რებ­ში გაჰ­ყო თავი. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ "ქრო­ნი­კუ­ლი ფლირ­ტა­ო­ბის­კენ" მიდ­რე­კი­ლია რამ­დე­ნი­მე, კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი. თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩა­მოთ­ვლილ ნიშ­ნებს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად მო­ღა­ლა­ტე და არას­ტა­ბი­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ჭარ­ბო­ბენ. უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ფლირ­ტი მათ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი გან­ტვირ­თვის ან სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის რა­ღა­ცის დამ­ტკი­ცე­ბის მე­თო­დია, სხვა არა­ფე­რი.

    ლომი - ლო­მის ზო­დი­ა­ქო გულს შე­ე­სა­ბა­მე­ბა ანა­ტო­მი­უ­რად, ამი­ტომ ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც სიყ­ვა­რულ­სა და სა­მიჯ­ნუ­რო ამ­ბებს შე­ე­ხე­ბა ლო­მის­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი სა­სი­ცო­ცხლო დო­პინ­გია. ლო­მებს უყ­ვართ სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა და თა­ვის მო­წო­ნე­ბა. მათ­თვის თა­ვი­სე­ბუ­რი სტი­მუ­ლია ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის ყოლა და კომ­პლი­მენ­ტე­ბი. თუმ­ცა, რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლი შე­უძ­ლი­ათ და სუ­ლაც არ არი­ან მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, თუკი პარტნი­ო­რი მი­ზეზს არ აძ­ლევს სა­ა­მი­სოდ.

    სას­წო­რი - პლა­ნე­ტა ვე­ნე­რა, რო­მე­ლიც სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს, სიყ­ვა­რუ­ლის პლა­ნე­ტის სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი. ამი­ტო­მაც არის რომ სას­წო­რებს სიყ­ვა­რუ­ლი­სა და ფლირ­ტის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ნე­ბის­მი­ე­რი სას­წო­რი აღ­მერ­თებს ფლირტს, ეხერ­ხე­ბა კი­დეც სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბა. თუმ­ცა, რო­გორც წესი, მო­ღა­ლა­ტე­ო­ბას მათ ვერ დას­წა­მებთ. უბ­რა­ლოდ ძა­ლი­ან კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რე­ბი და მომ­ხიბ­ვლე­ლე­ბი არი­ან და რა მათი ბრა­ლია, თუკი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი ისე ეხ­ვე­ვი­ან გარს რო­გორც ფუტკრე­ბი თაფლს?

    მშვილ­დო­სა­ნი - ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, მხი­ა­რუ­ლი, გა­სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის გრძნო­ბის მქო­ნე და მე­გობ­რუ­ლი ნი­შა­ნია. მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სული და გული იყ­ვნენ, მათ­ზე მუდ­მი­ვად მო­თხოვ­ნაა სა­მე­გობ­რო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, აქვთ კი­დეც ბევ­რი ცდუ­ნე­ბა ფლირ­ტის გა­საბ­მე­ლად. რაც მათი მომ­ხიბ­ვლე­ლი პი­როვ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ძალ­ზე მარ­ტი­ვია. მშვილ­დო­სანს შე­უძ­ლია მარ­ტი­ვად შე­იყ­ვა­როს ვინ­მე, თუმ­ცა ასე­თი­ვე სის­წრა­ფით ახერ­ხებს ხოლ­მე გა­დაყ­ვა­რე­ბას და ახა­ლი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტის მო­ძი­ე­ბას. ამი­ტომ თუკი გსურთ, რომ მან არ გი­ღა­ლა­ტოთ არა­სო­დეს შე­უ­ზღუ­დოთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    138 ნახვა
    5-08-2021, 00:50